ბათუმში წმინდა ბარბარეს ეკლესიას იღებენ, რადგან ის "შერატონს" უშლის ხელს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    სექტემბერი 2010    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა

რამ იქონია ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე?

მსოფლიო კრიზისმა
აგვისტოს ომმა
საპროტესტო აქციებმა
მთავრობის არასწორმა პოლიტიკამ
 
სტატიების არქივი
სექტემბერიr 2010 (1)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (78)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (27)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ბათუმში წმინდა ბარბარეს ეკლესიას იღებენ, რადგან ის "შერატონს" უშლის ხელს
ნანახია: 173

ხელისუფლება ამაყობს ბათუმში ბოლო დროს აშენებული ნაგებობებით, ბულვარის გაფართოებით და ქალაქის გალამაზებით. ეს მართლაც ასეა. რამდენიმე შენობა ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა და ამ ზღვისპირა მარგალიტს მართლაც უხდება. თუმცა ქალაქის ურბანული განვითარების სტრატეგიაში ბევრი რამაა სადაო. ეს პროცესი ქართველი ექსპერტების იგნორირებით მიმდინარეობს და კონცეპტუალურ მთლიანობას მოკლებულია.
მთავრობის ერთ-ერთ საამაყო შენობას ბათუმში "შერატონი" წარმოადგენს. იგი თურქულმა კომპანიამ დააპროექტა და ააშენა. იქნებ ამიტომაც შენობის არქიტექტორულ იერში მინარეთი ისახება, იგი ძალიან ჰგავს მინარეთს, როგორც გუმბათით, რომელიც შენობას აგვირგვინებს, ისე სხვა არქიტექტორული დეტალებითაც. ასე რომ, ბათუმის ყველაზე მაღალი შენობა მინარეთის არქიტექტურული სტილისტიკიტაა აგებული და ეს სასტუმრო "შერატონია".
ეს ისე საზოგადოდ და დასაფიქრებლად.
არსებითად, შესაძლოა, ხვალ ინდოელებმა ააშენონ "ჰილტონი" და იგი ტაჯ-მაჰალს წააგავდეს. აიტანს ბათუმი ასეთ ეკლეკტიკას. ყოფილი "პორტო-ფრანკო" მედეგია პოლიტიკური კონიუქტურებისადმი.
ააშენონ თურქებმა სხვა ნაგებობებიც, ჩადონ საქართველოში ინვესტიციები, მათ შორის, აჭარაშიც. ამას მხოლოდ მივესალმები. მე სხვა რამეზე გავამახვილებ ამჯერად საზოგადოების ყურადღებას. ესაა წმინდა ბარბარეს მართლმადიდებლური ტაძრის ბედი და მომავალი, რომელიც ბათუმის "შერატონის" მახლობლად მდებარეობს და, როგორც ამბობენ, შეიძლება აიღონ (ან გადაიტანონ სხვაგან, როგორც ილიას ძეგლი ნეპტუნის გამო). აქვე, ვიდრე წმინდა ბარბარეს ეკლესიის ამბავს მივუბრუნდებოდე, დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას თურქულ-ქართული ურთიერთობის ერთ დელიკატურ საკითხზე. ჩვენი მეზობლები, მეგობრები და მოკავშირეები (ნამდვილად არ მეპარება ეჭვი ამაში) თურქები გვპირდებიან, რომ მიხედავენ ბანას, ოშკს, ხახულს, პარხალს, თურქეთის ტერიტორიაზე დღეს მდებარე ქართული კულტურის ძეგლებს. ისინი ამის სამაგიეროდ მოითხოვენ, ჩვენ რესტავრაცია გავუკეთოთ ორ-სამ მეჩეთს, ქობულეთის რაიონში სოფელ კვირიკეში, ხულოში და კიდევ ერთს.
ეს საკმაოდ დელიკატური და არაერთმნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ არა მგონია, გადაუწყვეტელი იყოს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ თურქეთში დანგრევის პირას მყოფ ქართულ ძეგლებზე და არასგზით არ უნდა გვეშინოდეს ორი მეჩეთის რესტავრაციის, რამეთუ უმეტესობა აჭარლებისა დაუბრუნდა დედა-ეკლესიას-მართლმადიდებლობას და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ეს არავითარ საფრთხეს არ შეიცავს.
ისედაც, თუ ბათუმში ყველაზე მთავარი და დიდი შენობა მინარეთს შეიძლება ჰგავდეს, ერთი-ორი აქაურების მიერ აშენებული მუსლიმური სამლოცველოს რესტავრაცია რაღა ბედენაა.
აჭარაში მოსახლეობა, უკვე ორი თვეა, შემაშფოთებელ კულუარულ ინფორმაციაზე საუბრობს, თუმცა მედია საკითხის გაშუქებით, თემის მხოლოდ სოციალურ ქსელზე გავრცელების შემდგომ დაინტერესდა. საუბარია მოარულ ხმებზე - "ბათუმი-შერატონის" თურქ ინვესტორს სასტუმროს მახლობლად მდებარე წმიდა ბარბარეს ეკლესიის გადატანა მოითხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, თურქი ინვესტორის მოთხოვნა სასტუმროს ტერიტორიის გაფართოებას უკავშირდება, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ ვერ შევძელით და ალბათ, ვერც გამოგვივიდოდა, ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული აზრი ოფიციალურ დონეზე დაგვეზუსტებინა. "ბათუმი – შერატონში" ამის შესახებ დუმან და ხმებს ჭორს უწოდებენ, თუმცა, როგორც წესი, ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერზე, მათ შორის ჭორებზეც, ფაქტები მეტყველებს. 2007 წლის 18 მაისს, აჭარაშივე, ფერიის მთაზე დანგრეული ეკლესიაც ის შემთხვევა იყო, რომლის გამოც დღემდე არც არავინ დასჯილა, არადა, მოსახლეობაში მაშინ არსებული აზრი, რომ ფერიის მთა ინვესტორს უნდა შეეძინა და არსებობდა `აჭარის მთაწმინდის~ მოწყობის იდეა, დღეს უკვე მიმდინარე პროექტი და ხელშესახები ფაქტია.
აჭარაში თურქი ინვესტორის სურვილებთან დაკავშირებით ხმები თანამდებობიდან გადამდგარმა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მათე ტაკიძემ კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა. როგორც ცნობილია, ვიდრე მათე ტაკიძე განათლების მინისტრად დაინიშნებოდა, წლების განმავლობაში, აჭარის ერთ-ერთი უმაღლესი სასულიერო პირის სტიქაროსნად მსახურობდა. მას სწორედ ამ სასულიერო პირმა გაუწია რეკომენდაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ლევან ვარშალომიძესთან და 2008 წელს დაინიშნა კიდეც ავტონომიის მინისტრად. უკვე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უაღრესად მორწმუნე მინისტრი თურქების მოთხოვნას ბარბარეს ეკლესიის აღების და სხვა ადგილას აშენების შესახებ, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და უმაღლეს ორგანოსთან ორთვიანი დაძაბული ურთიერთობის შემდეგ, ზეწოლას ვეღარ გაუძლო, განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა. რეგიონში მოსახლეობის აზრითაც, მინისტრმა თანამდებობა კონტროლის პალატის მიერ აჭარის უმაღლეს საბჭოში 2009 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენის შემდგომ დატოვა. კონტროლის პალატის დასკვნის თანახმად, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ფინანსური დარღვევები აღმოჩნდა, რომელიც შესწავლისათვის შესაბამის უწყებას გადაეცა. ექს-მინისტრი თბილისშიც დაიბარეს, თუმცა მათე ტაკიძე ამ დრომდე მის მიმართ გაჩენილ შეკითხვებს უპასუხოდ ტოვებს. მასთან ტელეფონით დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.
საკითხის ირგვლივ, ჩვენ ტაძრის მეუფის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი აზრით დავინტერესდით.

მამა მარკოზი, წმინდა ბარბარეს ეკლესიის წინამძღოლი:
დაგეთანხმებით, ამის შესახებ ძალიან ბევრი მეკითხება და საუბრობს, მაგრამ ეკლესიის გადატანის შესახებ, პირადად ჩემთვის, არავის უცნობებია. შეიძლება ვინმეს თავში მართლაც დაიბადა ეშმაკისგან ჩაგონებული ასეთი აზრი, მაგრამ დღეს ჩვენ არავითარი ინფორმაცია არ გაგვაჩნია - ან დავადასტუროთ, ან უარვყოთ. ღმერთმა ნუ ქნას, ვინმემ ტაძრის აღება დააპიროს. მათ ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. აჭარაში ეს საკითხი ჭორის დონეზე ბოლო დროს განხილვის თემაა - თითქოს ტაძრის გადატანა, თურქ ინვესტორებს მოუთხოვიათ. ჩვენთან თურქები აშენებენ ყველაფერს და ახლა, ბუნებრივია, ვიღაცას დაებადა კიდეც ტაძრის გადატანის აზრი. იმ ტერიტორიაზე, სადაც კაზინოები და რესტორნებია, შეიძლება ვინმეს აწუხებდეს მათ შუაში მდებარე ტაძარი. არ არის გამორიცხული, რომ რაიმე გადაწყვიტონ, თუმცა არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი დღეს ჩვენ არ გაგვაჩნია. პირადად მე ბატონი მათე ტაკიძე არ შემხვედრია, მაგრამ გიდასტურებთ, რომ მსმენია მისი გადადგომის თაობაზე აზრი – თითქოსდა შეეწინააღმდეგა ტაძრის გადატანას. როცა შევხვდები, ინფორმაციას აუცილებლად დავაზუსტებ. ის იყო ძალიან წარმატებული მინისტრი, ხელისუფლებაში ეკლესიის წიაღიდან მივიდა და მისი სამინისტროს ყველა ოთახში ხატი იყო დაბრძანებული.

გიორგი კირთაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე:
რასაც თქვენ ბრძანებთ, სრული სიცრუეა და ასეთი ბათუმში არც მსმენია. საერთოდ, არ ყოფილა ამ თემაზე მსჯელობა. რაც შეეხება თურქული ინვესტიციით აშენებულ სასტუმროს ინვესტორის მოთხოვნას, ჯერ ერთი, სასტუმრო ააშენა ადამიანმა, რომელსაც აქვს ქართული ფესვები და არც ერთ ქვეყანაში, ნორმალური და წარმატებული სასტუმროს მფლობელი ასეთ მოთხოვნას არ დააყენებდა და არც საქართველოში არ შეეძლო, რომ დაეყენებინა. ბუნებრივია, არც დაუყენებია. თქვენი ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. არავინ ეკლესიის აღებას არ გეგმავს. ინფორმაცია შეიძლება გადაამოწმოთ თავად მათე ტაკიძესთან. ვიმეორებ, რეგიონში არც თურქი, არც ავსტრიელი და არც გერმანელი ინვესტორისგან არ ყოფილა არანაირი მოთხოვნა და ვერც ვერასოდეს დასვამენ ჩვენს ქალაქში მდებარე ტერიტორიაზე არსებული ეკლესიის გადატანა-გადმოტანის საკითხს. ეს არ არის შემოსული ინვესტორის საქმე. ესაა ქვეყნის საქმე, რასაც ჩვენ ძალიან კარგად ვუძღვებით.

ეთერ თურაძე, გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი:
ჩვენთვის არ არსებობს კონკრეტული წყარო, რათა ვივარაუდოთ, რომ ეს ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს. აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვიტყვი, რომ ეს ზუსტი ინფორმაციაა. ჩვენც ვცდილობთ, გადავამოწმოთ ინფორმაცია, რადგანაც მისი რაღაცა დოზით დადასტურებაც კი იქნება სკანდალი, არა მხოლოდ აჭარისთვის, არამედ საქართველოსთვის. აღნიშნული ინფორმაცია მეც მედიიდან გამაჩნია. ჩვენ გაზეთს აინტერესებს ეს საკითხი და ვცდილობთ, რომ დავაზუსტოთ მისი ნამდვილობა. ჩვენ შევეცდებით გავამხილოთ მხოლოდ და მხოლოდ ზუსტი ინფორმაცია, რადგანაც რეგიონში გამოვდივართ და გვესმის თემის მტკივნეულობა. ჩვენ არ ვხელმძღვანელობთ დახურული წყაროებით, რადგანაც საკითხს საზოგადოების მხრიდან რეაქცია აუცილებლად ექნება. ჩვენ ვართ ამ და მსგავსი საკითხის გაშუქების მიმართ ძალიან ფრთხილნი და არ გვსურს, საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ.
"ბ&ფ" მათე ტაკიძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ექს-მინისტრის მობილური ტელეფონი გამორთული აღმოჩნდა. ამიტომაც, ფაქტის შესახებ კომენტარი მათე ტაკიძის მეუღლემ, ნანა ვერულაშვილმა გააკეთა, - "პირველად მესმის ეკლესიის აღების შესახებ ინფორმაცია თქვენგან და არც ამ მიზეზის გამო ჩემი მეუღლის გადადგომის ფაქტს გიდასტურებთ. შემიძლია დავადასტურო მხოლოდ ის ინფორმაცია, რომ მან პირადად მიიღო თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება, რადგანაც ჰქონდა შემოთავაზება უცხოეთიდან. არანაირი სხვა მიზეზი გადადგომასთან დაკავშირებით არ არსებობს. ეს ეკლესია ნამდვილად სასტუმრო "შერატონის" მახლობლადაა და მე ამ ტაძრის მრევლი ვარ. არ ვიცი, ვინ ადასტურებს ამ ინფორმაციას, ამაზე ჭორის დონეზეც კი არ ყოფილა საუბარი. ამ საკითხზე სასულიერო პირებსაც კი არაფერი უთქვამთ. მათე ამჟამად ყაზბეგში, თავის მოძღვართან ერთად იმყოფება".
აი, ასეთია საქმეში ჩახედული პირების რეაქცია იმ ინფორმაციაზე, რომელიც კულუარებში ნამდვილად არსებობს. მე არც გამკვირვებია ცალკეული ადამიანებისგან ამ ხმების უარყოფა. პროვინციებში, მათ შორის, შეიხებისთვის გალამაზებულ ბათუმში, ხელისუფლებისთვის არახელსაყრელი ინფორმაციის დადასტურება, ფაქტობრივად, გმირობაა, რასაც ყველას ვერ მოსთხოვ.
მთავარი სხვაა. არსებობს ხმები და არცთუ უსაფუძვლო. არსებობს უახლოესი წარსული – ჯერ ხმები – ილიას ძეგლის გადატანის და ნეპტუნის ქანდაკების დადგმის შესახებ, ხომ ახდა? ახდა! უფრო ადრე ხმები მემედ აბაშიძის ძეგლის გადატანის შესახებ და ვგონებ, დღეს იქაც არ დგას, სადაც გადაიტანეს. ალბათ, ჩათვალეს, რომ მემედ აბაშიძე იყო დამნაშავე მისი შთამომავლის – ასლან აბაშიძის კლანის მიერ ჩადენილ მოქმედებებში.
მე ვიქნები მოხარული თუ ხმები წმინდა ბარბარეს ეკლესიის დანგრევის შესახებ ხმებად დარჩება, ხოლო აღმშენებლობის პროცესი აჭარასა და მთელ საქართველოში გონივრულად წარიმართება.

არჩილ კაიკაციშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48