ვახუშტისა და ბარათაშვილის ხიდები ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაინგრეს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    სექტემბერი 2010    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა

რამ იქონია ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე?

მსოფლიო კრიზისმა
აგვისტოს ომმა
საპროტესტო აქციებმა
მთავრობის არასწორმა პოლიტიკამ
 
სტატიების არქივი
სექტემბერიr 2010 (1)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (78)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (27)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ვახუშტისა და ბარათაშვილის ხიდები ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაინგრეს
ნანახია: 84

დასკვნა, ხიდების სავალალო მდგომარეობის შესახებ, 2007 წელს დაიდო, თუმცა მერიის მხრიდან დღემდე რეაგირება არ მომხდარა

სპეციალისტების დასკვნით, თბილისში ვახუშტისა და ბარათაშვილის ხიდები ნგრევის პირასაა და მათ სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს სარემონტო სამუშაოები.
დასკვნა ამის შესახებ ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწერა და იგი მაშინვე მიეწოდა თბილისის მერიას, თუმცა მას რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია.
დასკვნა, რომლის თანახმადაც ათასობით თბილისელი ყოველდღიურად ბეწვის ხიდზე გადის, მხოლოდ ორი ადამიანის სამუშაო კაბინეტში ინახება - ერთი თბილისის მერი გიგი უგულავაა, ხოლო მეორე თბილისის საპატიო მოქალაქე თამაზ შილაკაძე. ეს უკანასკნელი შპს "საქგზამეცნიერების" დირექტორია, რომელმაც ხიდების შესახებ დასკვნა მოამზადა. მისი თქმით, მერიას და კონკრეტულად უგულავას ხიდების შეკეთების აუცილებლობის შესახებ ჯერ კიდევ 2007 წელს აცნობა, თუმცა მასზე რეაგირება დღემდე არ მომხდარა. შპს "საქგზამეცნიერების" მიერ 2007 წელს დადებული დასკვნის მიხედვით, ვახუშტისა და ბარათაშვილის ხიდების მდგომარეობა ჯერ კიდევ მაშინ იყო საგანგაშო და ორივე ხიდი სასწრაფოდ კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებდა. "მე მეგონა, რომ შეკეთებითი სამუშაოები 2009 წელს მაინც ჩატარდებოდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით მსგავსი არაფერი მომხდარა. ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები სასწრაფოდ ჩასატარებელია, მითუმეტეს, მათ შესაკეთებლად არც ისე დიდი თანხაა საჭირო, ორივე ხიდის შეკეთებას, მაქსიმუმ, 900 000 ლარი ესაჭიროება", _ აცხადებს თამაზ შილაკაძე.
დასკვნის თანახმად, აუცილებელი იყო ხიდებზე არსებულ ბზარებზე მუდმივი ზედამხედველობა, რათა შეუმჩნეველი არ დარჩენილიყო მათი ზრდა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მერიის მხრიდან არც ასეთი ღონისძიებები გატარებულა.
ნანა ლეჟავას საავტორო გადაცემა `კვირის რეპორტაჟში~ გასული სიუჟეტის მიხედვით, რომელიც თბილისში მტკვარზე გადებულ ვახუშტისა და ბარათაშვილის ხიდების მდგომარეობას ეხებოდა, ეს ორი ხიდი სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფო შეკეთებას საჭიროებს.
ექსპერტთა განცხადებით, საფრთხის შემცველია ის ფაქტიც, რომ ხიდების ბურჯებში სხვადასხვა დაწესებულებებია განთავსებული. მაგალითად, ბარათაშვილის ხიდის ერთი ბურჯი დისკოთეკითაა დაკავებული, ხოლო მეორეში საწყობია განთავსებული. ის ვიბრაცია, რომელიც დისკოთეკიდან მოდის, სარემონტო ხიდს კი არა, კლდეს მოანგრევს.
ექსპერტები აზრით, ის რომ დედაქალაქის მერმა ხიდების საგანგაშო მდგომარეობის შესახებ უკვე 3 წელია იცის და მათ შესაკეთებლად მერიამ 900 000 ლარი ვერ გამოყო, უბრალოდ სამსახურებრივი გულგრილობაა და მეტი არაფერი.
აღსანიშნავია ისიც, რომ თამაზ შილაკაძე, რომელმაც ხიდების სავალალო მდგომარეობის შესახებ მოამზადა დასკვნა, ცნობილი თამარაშვილი-ვარაზისხევის ახალი ავტომაგისტრალის პროექტის ავტორიცაა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება არც მის დასკვნას ითვალისწინებს და სარემონტო სამუშაოები დღემდე არ განუხორციელებია.
ცოტა ხნის წინ გლდანში ჩანგრეული ხიდი, რომელმაც 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ერთ-ერთია იმ 11 ხიდიდან, რომელიც გასულ საუკუნეში მტკვარზე აშენდა.
შეგახსენებთ, რომ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის 220 მეტრის სიგრძის ხიდი, რომელიც საბურთალოსა და დიდუბის რაიონებს აკავშირებს, 1968 წელს აშენდა. ტექნიკურ-დიაგნოსტიკური კვლევა კი ბოლოს 32 წლის წინ, 1977-78 წლებში ჩაუტარდა.
ბარათაშვილის ხიდის მშენებლობა კი, რომელიც 146 მეტრი სიგრძისაა, 1965 წელს დასრულდა. მისი ტექნიკური შემოწმების თარიღი უცნობია და შესაძლოა, საერთოდაც არ ჩატარებულა.
მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, მერია ხიდების შეკეთებას გეგმავს, მაგრამ არა მიმდინარე წელს. ანუ გამოდის, რომ მინიმუმ 2011 წლამდე ყოველდღიურად ათასობით თბილისელს იმ ხიდებზე მოუწევს გავლა, რომლებიც შეიძლება ნებისმიერ დროს ჩაინგრეს, განა ასე არ ჩაინგრა გლდანის ხიდი, რომლის ავარიული მდგომარეობის შესახებ მერიას ინფორმაცია უნდა ჰქონოდა და შესაბამისი რეაგირებაც მოეხდინა.
ღმერთმა დაგვიფაროს და სანამ მერია მრავალმილიონიან ბიუჯეტში, საიდანაც არაერთი გასართობი ღონისძიებაც ფინანსდება, ხიდების შესაკეთებლად 900 000 ლარს გამონახავს, იქამდე ხიდები რომ მწყობრიდან გამოვიდეს და ადამიანთა სიცოცხლე იმსხვერპლოს, საინტერესოა, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი.
დასკვნის შესახებ არაფერი იციან თბილისის ახლადარჩეულ საკრებულოში.
როგორც უკვე აღვნიშნე, შპს "საქგზამეცნიერების" მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ბარათაშვილის და ვახუშტის ხიდების რეაბილიტაციას, ჯამში, 900 000 ლარი ესაჭიროება, მაგრამ დოკუმენტის შექმნის დღიდან 3 წელი გავიდა და მერიამ ამ თანხის გამოყოფა ვერ მოახერხა, მაშინ, როცა მტკვარზე სულ ახლახანს "მშვიდობის ხიდი" აშენდა, რომელიც თბილისელებს, ოფიციალური ინფორმაციით, 12, ხოლო არაოფიციალურით კი 80 მილიონ ლარამდე დაუჯდა.

მინდია გომიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48