NDI-ს ახალი ჯადოქრობანი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    სექტემბერი 2010    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა

რამ იქონია ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე?

მსოფლიო კრიზისმა
აგვისტოს ომმა
საპროტესტო აქციებმა
მთავრობის არასწორმა პოლიტიკამ
 
სტატიების არქივი
სექტემბერიr 2010 (1)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (78)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (27)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : NDI-ს ახალი ჯადოქრობანი
ნანახია: 147

ლუის ნავაროს პოლიტიკური განცხადებები
ბ&ფ-მა NDI-ის კვლევის შედეგების კომენტირება სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრ IPL-ის წარმომადგენელს, ვაჟა ბერიძეს სთხოვა
"გულახდილად რომ გითხრათ, NDI-ს კვლევას საფუძვლიანად არ გავცნობივარ. ახლახანს მომაწოდეს და თავიდან ბოლომდე გულდასმით წავიკითხე მონაცემები, თუმცა ამას საფუძვლიან გაცნობას არ დავარქმევდი. რახან ძალიან მთხოვეთ, გავრისკავ და გავაკეთებ კომენტარს.
პირველ რიგში, საერთოდ, ქართულ საზოგადოებას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა NDI-ს კვლევებისადმი. ხელისუფლებას და მის მომხრეებს NDI-ს შედეგები ძირითადად მოსწონთ, ოპოზიციას, არასამთავრობოებს და საზოგადოებას, ძირითადად - არა.
შედეგები შედეგებად, მაგრამ მე განმაცვიფრა "NDI-საქართველოს" ხელმძღვანელის, ბატონ ნავაროს განცხადებებმა. ეს არ იყო სოციოლოგიური კვლევის შედეგების წარდგენა, ეს არ იყო მონაცემების შეჯამება-ჩამოთვლა, ეს იყო მკაფიოდ აქცენტირებული პოლიტიკური განცხადებები, რაც NDI-ს ხელმძღვანელისათვის დაუშვებელი უნდა იყოს. თუმცა ბატონი ლუის ნავარო ასეთ განცხადებებს აკეთებდა წინა გამოკვლევების შედეგების გამოქვეყნების შემდეგაც.
ვიდრე ძალიან მოკლედ შევაფასებდე წარმოდგენილ კვლევას, რატომღაც გებელსი გამახსენდა, ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრი. მან მაშინდელ გერმანიაში, დაამკვიდრა პრინციპი - ხალხმა ერთი დიდი ტყუილი რომ დაიჯეროს, მანამდე სამი სიმართლე უნდა უთხრა. მე კარგად ვიცი, რასაც ვამბობ. გებელსის ღირებულებითი შკალა და ბატონ ნავაროს შეხედულებები განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. ბატონი ნავარო დასავლური ცივილიზაციის წარმომადგენელია, კომპეტენტური პიროვნება და ავტორიტეტულ ორგანიზაციას წარმოადგენს. თუმცა, პრინციპი აქაც თითქმის იგივეა 5-6 რეალურ და ლოგიკურ შედეგს კვლევაში მოსდევს ერთი-ორი აბსურდული და წარმოუდგენელი მონაცემი.
იქნებ ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოში არ ენდობიან ქართული სოციოლოგიური კვლევის კომპანიებს და NDI-ს დაკვეთას, სავარაუდოდ, ამ მიზნით შექმნილი "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი" ახორციელებს, რომელსაც ქართული საზოგადოება არ იცნობს, ან თითქმის არ იცნობს.
გროტესკულია ზოგიერთი თემის ფორმულირება. "გამოკითხულთა 64%-ი მიიჩნევს, რომ პარტიები ხალხის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ძალიან ცოტას აკეთებენ." საინტერესოა, ჩვენმა არა-პარტიებმა, უქონელმა, ღატაკმა, ნაწილმა-მოსყიდულმა, ინფრასტრუქტურის არმქონემ, შეშინებულმა და დაბეჩავებულმა - ხალხის რა მოთხოვნები უნდა შეასრულონ?! ე-ჰე-ჰეიიი...
ხალხის მოთხოვნები უნდა შეასრულოს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ. პოლიტიკურმა პარტიებმა, მმართველი პარტიის მოკავშირეებმა, უნდა იღვაწონ მასთან ალიანსში, ხოლო სხვა ძირითადმა ნაწილმა, ოპოზიციამ უნდა აკრიტიკოს ხელისუფლება და შესთავაზოს საზოგადოებას პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზები. ამავე დროს, ხელისუფლებამ ოპოზიციურ ჯგუფებს არ უნდა მოპაროს და მიითვისოს კონცეფციები, პლატფორმები, ხედვები, მიდგომები და ა.შ. როგორც ეს საქართველოში ხშირად ხდება.
NDI-ს კვლევით გამოკითხულთა 59%-ი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეა. ეს სწორია. ბოლო ხუთ წელიწადში ეს მაჩვენებელი 65-70%-დან დაახლოებით 60%-მდე შემცირდა. თუმცა, ხელისუფლება, დროდადრო, ამ მონაცემს აყალბებდა ხოლმე. როგორც იქნა, რატომღაც, NDI-მ სწორი და ზუსტი მონაცემი მოგვაწოდა ამ თემაზე.
გამოკითხულთა 71%-ი თავს დასაქმებულად არ თვლის. აქ ბატონ ნავაროს და "კვლევითი რესურსების" მესვურებს შეეძლოთ სხვა მონაცემები აღარც მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის. ჩვენი, აწ უკვე "საქსტატი" გაცილებით მოკრძალებული 16-17%-ით შემოიფარგლება ხოლმე. თუმცა რატომ, რეპუტაციის გამოსწორების მოსურნე "NDI-საქართველოს" ჩვენი გულის მოგება სხვა სიმართლითაც სურს. გამოკითხულთა 48%-ი მიიჩნევს, რომ 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სამუშაო ადგილების რაოდენობა საქართველოში შემცირდა. 12%-ი თვლის, რომ გაიზარდა. ნეტაი ერთი ეს 12%-ი მანახა "დინამოს" სტადიონზე შეკრებილი, იმ დასაქმებულებიანად, ბოლო სამ წელიწადში რომ იშოვეს სამუშაო. დაეტეოდნენ, აბა, რა იქნებოდა?!
მერე? მერე, დაჯექი და კერე...
გამოკითხულთა 51%-ი მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. აბა, უმუშევრები ვართო, ქვეყნიდან უცხოეთში გადახვეწა გვინდა ლუკმა პურის საშოვნელადო?. აი, ეს არის NDI-ს ჯადოქრობის კიდევ ერთი გამოვლინება.
33%-თვის საქართველოში დემოკრატიაა, 46%-თვის - არა. მაინც სწორი მიმართულებით მივდივართ, არა? მიუხედავად ყველაფრისა, 48%-ს ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლება უნდა, ამაზე ძლიერი. ძლიერი პრემიერ-მინისტრი - 14%-ს. ესეც NDI-ური ჯადოქრობათა რიგიდანაა.
ვიღაც-ვიღაცებს ჰგონიათ, რომ კვლევის შედეგები მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერმინისტრებას მხარს არ უჭერს, რადგან გამოკითხულთა 32%-ი ამას მხარს არ უჭერს, მხოლოდ 26%-ია მომხრე. ისინი ყურადღებას არ აქცევენ, რომ ამ შეკითხვის უკვე მეორე გამოკითხვაში დასმით, NDI საკითხის პოპულარიზაციას ეწევა, ხოლო უმნიშვნელო სხვაობა, ერთი 6 თვიანი ინტენსიური PR კამპანიით აღმოიფხვრება. განსაკუთრებით, თუ ყველა ტელევიზია და მთელი ფინანსური რესურსები ისევ მთავრობის და ნაცმოძრაობის კონტროლქვეშ დარჩება.
და ბოლოს, დიდი ხანია ხელისუფლება, მმართველი პარტია და მათი მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოს წარმომადგენლობები შეუპოვრად ცდილობენ თავს მოგვახვიონ მოსაზრება, რომ რახან ხალხისთვის ყველაზე აქტუალური საკითხი დასაქმებაა, პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მთლიანად საზოგადოებამ უნდა ისაუბროს, მართოს დისკუსიები და იმუშაოს მხოლოდ ამ მიმართებით. ნებადართული საკითხებია _ დასაქმება, სიღარიბე და წარმოების მითური აღორძინება. ვასილ მჟავანაძე იძახდა თურმე სულ 1956 წლის 9 მარტის ამბების შემდეგ - "ნუ იქნება ოღონდ ბუნტი, სხვა რაც გინდა იყოს". ოღონდაც არ უნდა იყოს აქტუალური პოლიტიკური დებატები, პოლიტიკური პრობლემები დემოკრატიის განვითარების საკითხები, თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო, ეკონომიკის დემონოპოლიზაცია, კლანური ჯგუფების მიერ ყველაზე მომგებიანი ბიზნესების მონოპოლიზება, ელიტური კორუფცია, საკუთრების ხელშეუხებლობა, თავისუფალი მეწარმეობა, სოფლის მეურნეობის აღორძინება, რეალისტური ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყნიდან მოსახლეობის ტოტალური მიგრაცია გაუყალბებელი და სამართლიანი არჩევნები და, რაღა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უახლოეს მომავალში, რადგან თუ ეს არ მოხდა უახლოეს მომავალში, 5-10 წელიწადში, ეს ტერიტორიები სამუდამოდ დაიკარგება.
ამ საკითხებზე პარტიებმა და საზოგადოებამ არ უნდა ისაუბრონ.
მაშ, რაღა საჭიროა ასეთი პოლიტიკური პარტიები?
ბატონმა ნავარომ და სხვა ჩვენმა მოკეთეებმა ამ მიმართულებით საქმიანობის ვექტორი 180 გრადუსით უნდა შეცვალონ. სხვა შემთხვევაში, ჩვენი დასავლეთელი მოკავშირეების მიერ საქართველოს დასახმარებლად დახარჯული მილიარდები ქარწაღებული აღმოჩნდება."


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48