ინტერვიუ ლადო პაპავასთან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    ივლისი 2010    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა

რამ იქონია ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე?

მსოფლიო კრიზისმა
აგვისტოს ომმა
საპროტესტო აქციებმა
მთავრობის არასწორმა პოლიტიკამ
 
სტატიების არქივი
ივლისი 2010 (89)
ივნისი 2010 (78)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (27)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ინტერვიუ ლადო პაპავასთან
ნანახია: 542

ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში დარღვევებია, პასუხისმგებლობა არასამთავრობო სექტორსაც ეკისრება.

საქართველოს ბიუჯეტის გამჭვირვალობა არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი. მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია იმაზე, თუ სად და რაში იხარჯება მათ მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხები, რადგანაც ორგანოს, რომელსაც ამ საკითხის კონტროლი ევალება და რომელსაც საქართველოს კონტროლის პალატა ჰქვია, უკვე კარგა ხანია დაკარგული აქვს თავისი რეალური ფუნქცია.
`B&F არასამთავრობო ორგანიზაციებს - "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია," "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია," და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ბიუჯეტის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მოსაზრებების გამოთქმა სთხოვა. პასუხი მხოლოდ `ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგან" მივიღეთ.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა ბექა კოკაიამ კითხვაზე, თუ რა კვლევები და დასკვნები აქვს ჩატარებული ასოციაციას საქართველოს ბიუჯეტის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და როგორ ხდება ამ ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანა, გვიპასუხა, რომ `საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" თავისი დაფუძნების დღიდან აქტიურად მუშაობს ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე. 2003 წლიდან ბიუჯეტის მონიტორინგი ცალკე მიმდინარეობად გამოიყო. ამ პერიოდიდან დღემდე ასოციაციას გამოშვებული აქვს 8 ანგარიში კამპანიის "საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ" შესახებ. ანგარიშები საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხების განკარგვის მიზნობრიობასა და კანონიერებას ეხება. ასევე, სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად რეორგანიზაციის პროცესს, ქვეყანაში განხორციელებულ პრივატიზაციებთან დაკავშირებულ ხარვეზებს, კონტროლის პალატისა და გენერალური ინსპექციების საქმიანობის სამართლებრივ ანალიზს. ბოლო ანგარიში 2008 წელს გამოიცა და მასში განხილული იყო 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხების გამოყოფისა და ხარჯვის კანონიერების საკითხები.
2009 წლის ივნისში ასოციაციის მიერ გამოიცა კვლევა სახელწოდებით: "საერთაშორისო დახმარებების მიღება, აღრიცხვა და კონტროლი საქართველოში _ სამართლებრივი ანალიზი".
აღნიშნული კამპანიის მიღმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეისწავლა და გამოსცა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ხარჯვის მონიტორინგის შედეგები.
2009 წელს გამოიცა კვლევა "თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალი", რომელშიც ნატახტარი-აღაიანის 27-43 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქციის მონიტორინგის ანგარიშია წარმოდგენილი.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მხოლოდ მონიტორინგითა და კვლევითი საქმიანობით არ შემოიფარგლება. საბიუჯეტო საკითხებზე ორგანიზაცია ატარებს ტრენინგებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება ჩვენს მიერ მიღებული და განზოგადებული ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება. ამასთან ყველა გამოცემულ კვლევაზე ტარდება საჯარო პრეზენტაცია და ეს კვლევები ყველა დაინტერესებულ პირს ურიგდება.
რაც შეეხება, 2009 წლის საბიუჯეტო სახსრების განკარგვასთან დაკავშირებულ გამოცემებს, ისინი ჯერ კიდევ მომზადების ანუ შესწავლის პროცესშია. შესაბამისად, საზოგადოებას მიეწოდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია სრულყოფილად მოიპოვებს ყველა იმ მასალას, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება დასაბუთებული დასკვნების გაკეთება".

საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან, განკარგვასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ექსპერტული შეფასება და ანალიზი ვთხოვეთ ეკონომიკის ექსპერტ ლადო პაპავას. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

- ბატონო ლადო, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობდა სკეპტიკური დამოკიდებულება. დღევანდელ ვითარებაში ბევრი საუბრობს სახელისუფლებო სანქციების არამიზნობრივ და, შექმნილ სიტუაციაში, შეუსაბამო განკარგვაზე. ხშირად მიდის საუბარი იმაზეც, რომ სახელისუფლებო წრეები ბიუჯეტიდან სხვადასხვა Pღ აქციებში დახარჯულ ფულს საკუთარ პარტიას და პიროვნებას მიაწერენ ხოლმე.Aამ სიტუაციაში ბიუჯეტის გამჭვირვალობა, მასში საზოგადოების ჩართულობა და ინფორმირებულობა უდიდეს მნიშვნელობას ატარებს. თქვენ როგორ შეაფასებთ ბოლო წლებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის გამჭვირვალობას?
- არსებობს რამდენიმე პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ბიუჯეტის გამჭვირვალობასთან. ჩვენი ბიუჯეტი თავშივე იყო განწირული იმისთვის, რომ ის არაგამჭვირვალე ყოფილიყო, რადგანაც კანონი საბიუჯეტო მოწყობის შესახებ არის საფუძველი იმისა, რომ ბიუჯეტი არ იყოს გამჭვირვალე. ამაზე მე თქვენი გაზეთის მეშვეობითაც არაერთხელ მისაუბრია.
პრობლემა შეეხება ბიუჯეტის დეფიციტურობა-პროფიციტულობის საკითხს.პრაქტიკულად, უკვე ორ წელიწადზე მეტია საქართველოში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც, თუ ბიუჯეტში არის წლის ბოლოს აუთვისებელი ნაშთი, ასეთი ბიუჯეტი კანონის მიხედვით შეფასებულია, როგორც პროფიციტული ბიუჯეტი. ეს კი აბსოლუტური ნონსენსია. ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, მოვიყვან მაგალითს: დავუშვათ 31 დეკემბერს ხაზინაში არის რაღაც N რაოდენობის თანხა. ის რომ არ დავხარჯო 31 დეკემბერს და დავხარჯო შემდეგი წლის 3 იანვარს, ახალი წლის პირველ სამუშაო დღეს, ამ ხარჯის ბუნება ხომ არ იცვლება?ანუ წლიური აღრიცხვა ეს არის აღრიცხვის დროითი ინტერვალი და მეტი არაფერი. ხოლო დეფიციტურობა თუ პროფიციტულობა დამოკიდებულია შესაბამისი თანხების წარმომავლობაზე, მათ წყაროზე, იმაზე, თუ რა ბუნებისანი არიან ისინი. ნებისმიერმა ეკონომისტმა სტუდენტმა პირველივე კურსზე უნდა იცოდეს, რომ ბიუჯეტის შემოსავლებს ქმნის მხოლოდ მუდმივი განმეორებადი შემოსავლები, ისეთი როგორიც არის გადასახადები. ხოლო ყველა სხვა ერთჯერადი შემოსავლები დეფიციტის დაფარვის წყაროა.A ჩვენი ბიუჯეტი არის აშკარად დეფიციტური. თუმცა საკანონმდებლო თვალსაზრისით ის გაფორმებულია როგორც პროფიციტული.Aასე რომ, უკვე კანონმდებლობაში არის ჩადებული არაგამჭვირვალობა და პირველი, რაც გამოსასწორებელია არის ეს.
მეორე არის ის, რომ თვითონ მთავრობა არ არის მისი გამჭვირვალობით დაინტერესებული. მოგიყვანთ კიდევ ერთ მაგალითს: შარშან გაზაფხულზე პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძის ინიციატივით საქართველომ ნახევარი მილიონი დოლარის ევროობლიგაცია გამოუშვა, რომელმაც საგარეო ვალი 500 მილიონი დოლარით გაზრდა და რომელიც 2013 წელს გვაქვს დასაბრუნებელი. დღემდე არ არის გაკეთებული ოფიციალური განცხადება მთავრობის მიერ იმის შესახებ, თუ სად არის ეს ფული. დაიხარჯა თუ ჯერ არ დახარჯულა, თუ დაიხარჯა, რაში დაიხარჯა? ამით აშკარაა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია ამ ვალთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, ჩემი ღრმა რწმენით, ვალის აღება გაუმართლებელი იყო. მაგრამ თუ ის მაინც ავიღეთ, ჩვენ როგორც რიგით ამომრჩევლებს, როგორც გადასახადის გადამხდელებს, გვაქვს უფლება ვიცოდეთ, რაში იხარჯება ეს ფული, რომელიც ისევ ჩვენი გადასახდელი იქნება 2013 წელს.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" უკვე არა ერთი წელია აკეთებს სპეციალურ კვლევას პრეზიდენტის და მთავრობის ფონდების ხარჯვასთან დაკავშირებით, სადაც ბევრი არაგამჭვირვალე მუხლია დაფიქსირებული, ბევრი გაუგებარი ხარჯი, რომელიც არ შეესაბამება იმ კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც უნდა გაიხარჯოს პრეზიდენტის თუ მთავრობის ფონდი.
აქედან გამომდინარე, ეს არაგამჭვირვალობა ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ასე: ერთი –კანონმდებლობაში აპრიორი ჩადებული გვაქვს, რომ ბიუჯეტი იყოს არაგამჭვირვალე და მეორე – არ არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ ეს პროცესი გახდეს გამჭვირვალე.
ამ საკითხზე, როგორ უკვე აღვნიშნე, აქტიურად მუშაობს `ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,~ მაგრამ საქართველოში არ არსებობს `ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია?" მე არ გამიგია ჯერ მათი ხმა, ან `ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" არსებობს? მათი თეორიული არსებობა ამ შემთხვევაში არ არის მნიშვნელოვანი. ძალიან ჩამორჩენილები არიან ამ თვალსაზრისით ეკონომისტები იურისტებისგან. ამ შემთხვევაში მე თვითკრიტიკული ვარ.

- აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში ინსტიტუციურად მთავარი დატვირთვა კონტროლის პალატაზე მოდის, რომელიც ბოლო პერიოდამდე საერთოდ არ ჩანდა და როცა გამოჩნდა, გირჩების მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემის დარღვევებზე დაიწყო საუბარი. რა ხდება დღეს კონტროლის პალატაში და ხედავთ თუ არა უახლოეს მომავალში იმის პერსპექტივას, რომ ამ ინსტიტუტმა დაიბრუნოს თავისი რეალური ფუნქცია?
- რაც შეეხება კონტროლი პალატას. მე შემიძლია გითხრათ ერთი, რომ დღევანდელი კონტროლის პალატა არის ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარე. წესით, ის უნდა იყოს აპოლიტიკური, დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც უნდა იძლეოდეს სრულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კანონიერად მოხდება ბიუჯეტის ხარჯების გამოყენება. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია. მე მინდა გავიხსენო ასეთი რამ, როდესაც ჯერ კიდევ ზურაბ სოსელია იყო კონტროლის პალატის თავმჯდომარე, იმ პერიოდში მან გეგმურ შემოწმებაზე გაუშვა კონტროლის პალატის ჯგუფი თავდაცვის სამინისტროში. ეს არის 2005 წლის დეკემბერი. მაშინ თავდაცვის იმჟამინდელმა მინისტრმა ეს ჯგუფი გამოაგდო და აწ უკვე გარდაცვლილმა ზურაბ სოსელიამ ვერ მოახერხა მიეღწია იმისთვის, რომ კონტროლის პალატის ჯგუფს შეესრულებინა სამსახურებრივი ფუნქცია.
ამაზე საუბრის უფლებას ჩემ თავს იმიტომ ვაძლევ, რომ ზურაბი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო და ვიცი რა პრობლემებიც იყო იმ დროს იქ. ამის გაგრძელება რა იყო? ირაკლი ოქრუაშვილი მიდის მთავრობიდან, მოგვიანებით გადადის ოპოზიციაში და მთავრობა მას აბრალებს კორუმპირებულობას, რომ მან 140 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა ბიუჯეტს და ა.შ. კი მაგრამ 2005 წელს კონტროლის პალატა რომ არ შეუშვა ოქრუაშვილმა სამინისტროში, რატომ არ გამოიჩინა პოლიტიკური ნება არც პრეზიდენტმა და არც სხვა მაღალი თანამდებონის პირმა, რომ მაშინ შეემოწმებინათ ის? თუ ამას კონტროლის პალატა ვერ გააკეთებდა, მაშინ მოგვიანებით მათთვისაც უნდა მოეთხოვნათ პასუხი, მაგრამ მანამდე ხომ უნდა მიეცათ მუშაობის საშუალება ამ ორგანოსთვის? ირაკლი ოქრუაშვილს დაბრალდა ყველაფერი, მაგრამ, კონტროლის პალატაზე ხმა არავის ამოუღია. რაც შეეხება მათ შემდგომ მოქმედებას, ზურაბის გარდაცვალების შემდეგ პალატაში დაიწყო საკადრო დასუსტება. მომდევნო მისი ხელმძღვანელები აბსოლუტურად უსახური პიროვნებები იყვნენ და არიან. ისინი არ ასრულებდნენ და არ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას. სწორედ ამიტომაც შეუძლებელია დღეს პალატამ დაიბრუნოს თავისი ფუნქცია. ეს შეუძლებელია! ამას, პირველ რიგში, ხელისუფლება არ დაუშვებს და მიზეზი, ვგონებ, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს –მას ეს არ აწყობს. იგივე ხდება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მასმედიის თავისუფლებაზეც. ლაპარაკი გამუდმებით მიმდინარეობს, მაგრამ რეალურად მაინც არაფერი კეთდება მის გამოსასწორებლად. სწორედ ამაშია პრობლემა. მთავრობამ რომ მდგომარეობა გამოასწოროს, ეს მისთვის საზიანო იქნება, ამიტომ არ გააკეთებს. ზუსტად იგივე სიტუაციაა კონტროლის პალატაზეც. ის რომ დამოუკიდებელი და პროფესიული ორგანო გახდეს, მაშინ მთავრობა ხომ იქნება მხილებული არაკანონიერ ხარჯვაში? ეს კი იმავე მთავრობას არ აწყობს. ამიტომ ამ პოლიტიკური რეჟიმის პირობებში ეს არ მოხდება. მე, სამწუხაროდ, ასეთი პესიმისტური შეფასება მაქვს.

- ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით ანალიტიკოსები ხშირად აფიქსირებენ მნიშვნელოვან დარღვევებს. იგულისხმება სერიოზული დარღვევები სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ხელისუფლების წარმომადგენელთა პირადი ინტერესების ლობირებითა და სხვადასხვა კორუფციული გარიგებებით. როგორია თქვენეული შეფასება, რეალურად სად არსებობს და რა სფეროებში კორუფცია?
- ამის შესახებ მე ძალიან ბევრი მსმენია, მაგრამ ეს არის უფრო ჭორაობის დონეზე გავრცელებული ინფორმაცია. მე თვითონ ხომ არ განვავრცობ ამ ჭორებს? ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ, პირველ რიგში, ამ ეჭვების გასაქარწყლებლად მთავრობა უნდა იბრძოდეს. ის უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ასეთი ჭორები არ არსებობდეს. მთავრობამ უნდა დაუმტკიცოს ყველას, რომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან, თუ, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ აქვს. ამის თავი და თავი სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირთა კეთილი ნებაა.




 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48