"ტაიფუნი" ვერა აბობოქრდა, საძოვრებიც იყიდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    სექტემბერი 2010    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა

რამ იქონია ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე?

მსოფლიო კრიზისმა
აგვისტოს ომმა
საპროტესტო აქციებმა
მთავრობის არასწორმა პოლიტიკამ
 
სტატიების არქივი
სექტემბერიr 2010 (1)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (78)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (27)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : "ტაიფუნი" ვერა აბობოქრდა, საძოვრებიც იყიდება
ნანახია: 230

სასოფლო-სამეურნეო მიწების 60% ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებაში გადადის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილება ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ადგილობრივ თვითმმართველობებს არაეფექტური მართვის გამო საძოვრები ჩამოერთმევა და ცენტრალური ხელისუფლების ბალანსზე გადავა.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ ცენტრალური ხელისუფლება საძოვრებს უკეთ მართავს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ მელიქიშვილის განმარტებით, ხშირად იყო გაუგებრობები, როდესაც ერთი ადგილობრივი თვითმმართველობა მეორის მცხოვრებს საძოვრის მოხმარების საშუალებას არ აძლევდა, რაც ბევრ გაუგებრობას და პრობლემას ქმნიდა.
რეალურად კი დავა იმის გამო არ წარმოიშობა, რომ საძოვრებს ვინმე უკეთ ვერ მართავს, ბევრ რაიონში საძოვრების სიმცირეა და დაპირისპირება სოფლებს შორის სწორედ ამის გამო ხდება ხოლმე.
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრის ბეჟან ხურციძის განცხადებით, ამ ცვლილების შემდეგ თვითმმართველობებს სამართავი აღარაფერი დარჩებათ.
"ვერ წარმომიდგენია, საძოვრები ცენტრმა როგორ უნდა მართოს. კომუნისტურ ხანაში ხომ არ ვბრუნდებით?" - აცხადებს ბეჟან ხურციძე.
ექსპერტ დავით ნარმანიას განცხადებით, ყველა ქვეყანაში მიწებსა და საძოვრებს ადგილობრივი თვითმმართველობები განკარგავენ და საძოვრების ცენტრისთვის გადაცემა გაუგებარია.
"საინტერესოა, ამ ინიციატივის ავტორებს როგორ წარმოუდგენიათ, რომ რომელიღაც სოფლის საძოვარი ეკონომიკის სამინისტრომ მართოს. ჯერ ერთი, ეს ინიციატივა თვითმმართველობების ცენტრზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო ზრდის. გარდა ამისა, საძოვრების ეკონომიკის სამინისტროს მიერ მართვა წარმოუდგენელია", - ამბობს ნარმანია.
ექსპერტების შეფასებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება იმას უნდა დავუკავშიროთ, რომ მას შემოსავლების მისაღებად საძოვრების გაყიდვა აქვს განზრახული. ეს კი საძოვრების ადგილობრივი თვითმმართველობების განკარგულებაში არსებობის პირობებში, შედარებით რთული პროცესი იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ
ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 60% საძოვრებზე მოდის. გამოდის, რომ ცენტრალური ხელისუფლების უშუალო დაქვემდებარებაში ქევყნის სასოფლო-სამეურნეო მიწების სწორედ ეს ნაწილი გადადის.
"ბ&ფ" ამ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტ თემურ მურღულიას გაესაუბრა. მისი განცხადებით, მთავარი პრობლემა ხელისუფლების მიდგომაშია და არა იმაში, თუ ვინ განკარგავს მიწებს.
"ლოგიკურია, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უკეთესად იცინ, როგორ განკარგონ საძოვრები, მაგრამ მიწების გადაცემა ცენტრალური ხელისუფლებისთვის არა გლეხებისა და სოფლის ინტერესებისთვის ხდება, არამედ ამის მიზეზი ის ცენტრალიზაციაა, რომელიც ქვეყანაში დიდი ხანია მიმდინარეობს. რაც უფრო აკლდება რესურსები ხელისუფლებას, მით უფრო მეტად ცდილობს იგი მოსახლეობას და ადგილობრივ თვითმმართველობებს წაართვას. სამწუხაროდ, მიწების გადაცემის ობიექტური საფუძველი არ არსებობს და ერთადერთი მიზეზი ცენტრალიზაციის გამძაფრებაა. ხელისუფლებას, რომელსაც უმცირდება შემოსავლების ბაზა, როგორც ნებისმიერ შეუმდგარ ეკონომიკურ სუბიექტს, რჩება შემოსავლების გაზრდის სამი გზა: სესხი, გრანტები, ან სახელმწიფო ქონების რეალიზაცია. ჩვენს შემთხვევაში, სესხის მიღების რესურსები, ფაქტობრივად, ამოწურულია, მითუმეტეს გრანტების, რჩება მხოლოდ ქონების რეალიზაციით შემოსავლის გაზრდა. ამიტომ მიწების მართვის ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაში გადასვლა პირდაპირ უნდა უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო რაღაცა ფორმით აპირებს ამ მიწების გაყიდვას და შემოსავლის მიღებას", - აცხადებს თემურ მურღულია.
ექსპერტის განმარტებით, საძოვრების მართვის ეს ფორმა ვერანაირად ვერ გააუმჯობესებს არსებულ სიტუაციას. თეორიულად პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, თუმცა ჩვენს რეალობაში და ჩვენს ქვეყანაში ეს არის ცენტრალიზაციის პროცესი და ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად, სახელმწიფოს ქონების გაყიდვისკენაა მიმართული.

ნოდარ ჭიჭინაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48