მაგთისა და ჯეოსელს რეგულირების საფასური ეზრდებათ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    სექტემბერი 2010    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა

რამ იქონია ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე?

მსოფლიო კრიზისმა
აგვისტოს ომმა
საპროტესტო აქციებმა
მთავრობის არასწორმა პოლიტიკამ
 
სტატიების არქივი
სექტემბერიr 2010 (1)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (78)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (27)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : მაგთისა და ჯეოსელს რეგულირების საფასური ეზრდებათ
ნანახია: 120

ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე მონოპოლიების არსებობის გახანგრძლივებას ხელს სექტორის რეგულატორიც უწყობს

სექტემბრიდან მარეგულირებელ კომისიებს რეგულირების საფასურის გაზრდის შესაძლებლობა ეძლევათ. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რეგულირების საფასურის ზღვარის გაზრდის შესახებ, ძალაში 1 სექტემბრიდან შედის.
რეგულირების საფასური თავდაპირველად 1 პროცენტი იყო, 2008 წლიდან დღემდე კი ის 0,5%-ს შეადგენს.
პირველი სექტემბრიდან კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის გადასახდელი რეგულირების საფასური 0,75%-მდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ თუ კომუნიკაციების კომისიას მთავრობის ინიციატივით უკვე გაეზარდა რეგულირებიდან მისაღები თანხის მოცულობა, ენერგეტიკის მარეგულირებელს ამის შესაძლებლობა მიეცა, ანუ სემეკ-ს ეს ციფრი ჯერ-ჯერობით 0,5%-ზე აქვს, მაგრამ მისი სურვილის შემთხვევაში, 0,75%-მდე გაზრდის უფლებამოსილება გააჩნია.
მარეგულირებლების ბიუჯეტის ფორმირების უმთავრესი წყაროა რეგულირების საფასური, რომელსაც იხდიან დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს რეგულირების სფეროში საქმიანობის მწარმოებელი კომპანიები (ზოგიერთი დაწყებამდე, ზოგიერთი - დაწყების შემდგომ, პერიოდულად). რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან ლიცენზიის მფლობელები. რეგულირების საფასურის ოდენობაა ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/ და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტია, 1 სექტემბრიდან კი, როგორც უკვე აღინიშნა, კომუნიკაციების კომისიისთვის იგი 0,75%-მდე აიწევს.
საინტერესოა, რამ უბიძგა მთავრობას ამ გადაწყვეტილების მიღებისაკენ, მითუმეტეს მაშინ, როცა, რბილად რომ ვთქვათ, დამოუკიდებელი მარეგულირებლები მათზე დაკისრებულ მოვალეობებს თავს ვერ ართმევენ და საერთოდ მათი არსებობის აზრიც ჯერ კიდევ არ არის დასაბუთებული. ვერავინ იტყვის, რომ კომუნიკაციებში ან ენერგეტიკაში არსებულ პროდუქტებზე (მობილურით საუბარი, გაზის, დენის, წლის ტარიფები) დღეისათვის საქართველოში არსებული ფასები არაადეკვატურია. შესაბამისად, რის გამო დაასაჩუქრა მთავრობამ ეს ორი რეგულატორი, გაუგებარია. მითუმეტეს, რომ რეგულურების საფასურის გაზრდა პირდაპირ შეიძლება განიხილოს, როგორც ამ სფეროებში გადასახადის ზრდა, რაც შესაბამისად, კონკურენციის განვითარებას ნამდვილად არ შეუწყობს ხელს. საქართველოში ენერგეტიკის და კომუნიკაციების სფეროებში რომ ჯანსაღი კონკურენციის სერიოზული ნაკლებობაა, ამაზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა. თუ ენერგეტიკის სექტორში კომპანიები ბუნებრივი მონოპოლისტები არიან, კომუნიკაციებში სახელისუფლებო ჩინოვნიკების დახმარებით აქვთ რამდენიმე კომპანიას ბაზრები ოლიგოპოლიზებული.
მკითხველს რომ წარმოდგენა შეექმნას ორი რეგულატორის ყოველწლიურ შემოსავლებზე და რას გამოიწვევს კომუნიკაციების სფეროში რეგულირების საფასურის ზრდა, ამ ორგანოების ბიუჯეტებს განვიხილავთ. სემეკ-ის "პუნქტუალურობიდან" გამომდინარე, ამ ორგანოს ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია 2009 წლის ბიუჯეტი, შესაბამისად, ამ ეტაპზე ყურადღებას კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე შევაჩერებთ.
"დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი კომისიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით, კომისიის მიერ რეგულირების საფასური ისე უნდა დადგინდეს, რომ საკმარისი იყოს კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დასაფარავად. ამასთან, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ანგარიშში და გაითვალისწინება რეგულირების საფასურის ცვლილებისას.
აღსანიშნავია, რომ მარეგულირებლის შემოსავლების დაგეგმვასთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობს პროგნოზირების პრობლემა და მუდმივად ხდება დაგეგმილ შემოსავლებზე გაცილებით მეტის მიღება, რაც, შესაბამისად, კომისიას ხარჯების გაზრდის საშუალებას აძლევს. მაგ. მიუხედავად იმისა, რომ 2005 წელს კომისიამ დაგეგმილზე 54,2%-ით მეტი შემოსავლები მიიღო, მომდევნო წელს წინა წლის საპროგნოზო მაჩვენებელზე ნაკლები დაგეგმა.
ასევე საინტერესო ფაქტია, რომ კომისიის ბიუჯეტის ყველაზე დიდი წილი შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება. 2005 წელს ბიუჯეტის ფაქტიური ხარჯების 39% შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა, 2006 წელს - 38,7%, 2007 წელს - 49%, ხოლო - 2008 წელს - 65% ანუ ბიუჯეტის ნახევარზე მეტი. რაც შეეხება 2009 წელს, კომისიამ გადაწყვიტა, რომ ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილი დეტალურად არ გაესაჯაროებინა. შესაბამისად, უცნობია, გასულ წელს კომისიამ რომელი მიმართულებით რა ხარჯი გაიღო.
2009 წლის ანგარიშში კომუნიკაციების კომისიას, ასევე, ამოღებული აქვს თავისი საბჭოს წევრების შესახებ ინფორმაცია და საზოგადოების წინაშე არსებული ვალდებულებების შესახებ პუნქტები. თუ 2008 წელს კომისია აცხადებდა, რომ "კომისია ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე, რაც ლოგიკურად გამომდინარეობს მისი ვალდებულებიდან, იმოქმედოს საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად. მისი საქმიანობა გამჭვირვალეა საზოგადოებისთვის; მისი სხდომები საჯარო და ღიაა დაინტერესებული პირებისათვის; იგი თავისი საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს", - ეს ჩანაწერი 2009 წლის ანგარიშში ვეღარ მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ "დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული კომისიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლით, კომისია ვალდებულია ყოველწლიურად საჯაროდ გამოაქვეყნოს თავისი საქმიანობის ანგარიში და ფინანსური აუდიტის შედეგები. კომუნიკაციების ეროვნული კომისია ასეც მოიქცა 2005, 2006, 2007, 2008 წლების საქმიანობის ანგარიშებთან დაკავშირებით. აი, 2009 წლის ანგარიშში კი ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯებზე დეტალური ინფორმაცია უკვე აღარ მოხვდა. იქ მხოლოდ იმ ინფორმაციის მიღება შეიძლება, რომ გასულ წელს მარეგულირებლის ბიუჯეტში რეგულირების საფასური და სხვა შემოსავლები - 4,5 მილიონი ლარი იყო; საოპერაციო ხარჯები - 4,3 მლნ. ლ; ხოლო ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯები - 0,2 მლნ. ლ.
კომუნიკაციების მარეგულირებელს თავი არ შეუწუხებია, თუ კონკრეტულად რაში დახარჯა 2009 წლის ბიუჯეტი, რა მიმართულებებით მოხდა მისი გადახარჯვა და რომელი მიმართულებებით დარჩა კომისიას ნაშთი. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მარეგულირებელი საზოგადოების წინაშე ვალდებულებებს აღარ იღებს, შესაბამისად, არც ბიუჯეტის საჯაროობას მიიჩნევს საჭიროდ. მაშინ, რიღასთვისღა არსებობს ეს ორგანო? იქ დასაქმებული ხალხი მაღალი ხელფასებით რომ უზრუნველყოს?
საყურადღებოა, მარეგულირებელში დასაქმებულ ხალხთა ხელფასებიც. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტი 2005-2009 წლებში 3-5 მლნ. ლარის ფარგლებში მერყეობდა, მისი თანამშრომელთა საშუალო ხელფასი ყოველწლიურად იზრდება. 2005 წელს კომისიაში 69 თანამშრომელი მუშაობდა და საშუალოდ ერთ დასაქმებულზე ყოველთვიურად 2 409 ლარი გაიცემოდა. 2007 წელს ეს მაჩვენებელი 3 651 ლარს, ხოლო 2008 წელს 3 832 ლარს შეადგენდა. რაც, თავის მხრივ, დაახლოებით 50-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში არსებული მინიმალური პენსია. აქ გასათვალისწინებელია, რომ დაბალი რანგის მოხელეების ხელფასები 1000 ლარს არ აღემატება, ხოლო მაღალი რანგისა 4 000 ბევრად აჭარბებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების სფეროში 2009 წელს შემოსავლების 65% ფიჭურ კავშირგაბმულობაზე მოდის. შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადახდა, რაოდენობრივად ყველაზე მეტის, სწორედ მათ უწევთ.
ასეა თუ ისე, 1 სექტემბრიდან კომუნიკაციების კომისიას წესით და რიგით ბიუჯეტი უნდა გაეზაროდს. რა საჭიროებებით არის ეს განპირობებული, ამის ახსნით, ჯერ-ჯერობით, თავი არავის შეუწუხებია. პირიქით, 2009 წლიდან მისი ხარჯვითი ნაწილით კონფიდენციალურობას დაექვემდებარა.
საინტერესოა, რომ თუ 2010 წელს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და მთავრობამ ერთხმად აღიარეს, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე ოლიგოპოლისტური მდგომარეობაა, ჯანსაღი კონკურენციის ნაკლებობაა და კომპანიები ზემოგებაზე მუშაობენ, რატომ არ გადაიდგა ამ სიტუაციის გამოსასწორებელი ნაბიჯები? ხელისუფლებას, აღმასრულებელი იქნება ეს თუ საკანონმდებლო იმის მიუხედავად, რომ კომუნიკაციების სექტორში გადასახადები შეემცირებინა, ბაზარზე შესაღწევად ბიუროკრატიული ბარიერები გაემარტივებინა, ან საერთოდ გაეუქმებინა, პირიქით, ახალი გადასახადი შემოიღო (ბრუნვაზე აქციზის დაწესებით) და რეგულირების საფასური გაზარდა, რაც კიდევ უფრო არამიმზიდველს გახდის ამ სფეროს პოტენციური ინვესტორებისთვის, რომელთა შესვლითაც ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია უნდა განვითარდეს და ფასები შემცირდეს. ფაქტია, რომ ხელისუფლება, ნებსით თუ უნებლიეთ, კავშირგაბმულობის სექტორში მონოპოლისტური მდგომარეობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, რაც იქ არსებულ მაღალი ფასების შენარჩუნებასთან პირდაპირ კავშირშია.

მერაბ ჯანიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48