მაგისტრალური გაზსადენისა და "საქართველოს რკინიგზის" პრივატიზება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    სექტემბერი 2010    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა

რამ იქონია ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე?

მსოფლიო კრიზისმა
აგვისტოს ომმა
საპროტესტო აქციებმა
მთავრობის არასწორმა პოლიტიკამ
 
სტატიების არქივი
სექტემბერიr 2010 (1)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (78)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (27)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : მაგისტრალური გაზსადენისა და "საქართველოს რკინიგზის" პრივატიზება
ნანახია: 99

მაგისტრალური გაზსადენისა და "საქართველოს რკინიგზის" პრივატიზება - ობიექტთა ეფექტიანობის ზრდა თუ ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯებში გარღვევების შევსება?!
"რისკი მაშინაა, თუ სახელმწიფო პრივატიზებას მოახდენს ლობისტური მეთოდით და არა ღიად და საქართველოში შექმნის სხვა სახელმწიფოს მონოპოლიებს"

ინტერვიუ ეკონომიკის პროფესორ მიხეილ ჯიბუტთან

ბოლო პერიოდის საქართველოში, ერთ-ერთ აქტუალურ თემას ხელისუფლების მიერ მაგისტრალური მილსადენის პრივატიზება წარმოადგენს. გამორიცხული არაა, რომ უახლოეს მომავალში დღის წესრიგში "საქართველოს რკინიგზის" გასხვისებაც დადგეს. ამ ობიექტთა პრივატიზებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში უამრავი მოსაზრება გამოითქვა. ამჟამად ამ საკითხთან დაკავშირებით "ბ&ფ" პროფესორს, მიხეილ ჯიბუტს ესაუბრა.
ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია უამრავმა ადამიანმა გამოხატა და ერთით მეტი ან ნაკლები შავი ან თეთრი კენჭი არაფერს შეცვლის. ამიტომ საკითხით დაინტერესებული მკითხველისთვის (და თქვენი გაზეთის, როგორც სპეციალიზებული ეკონომიკური გაზეთის მკითხველი, ძირითადად ასეთად წარმომიდგენია) კითხვაზე ცოტა გავრცობილად უნდა გიპასუხოთ.
საქართველოში ტრანსფორმაციის პირველივე დღეებიდან მხარს ვუჭერდი ყველა სახელმწიფო საწარმოს განსახელმწიფოებრიობას და/ან პრივატიზებას. თუმცა, იქ და მაშინ, სადაც და როდესაც განსახელმწიფოებრიობა არ მოხდა აქციონირების გზით, აქციონირების შემდეგ მათი პრივატიზება არ განხორციელდა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე და პრივატიზებიდან შემოსული თანხები წარიმართა ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად - სახეზეა შეცდომა. ეს ის შეცდომაა, რომელზეც ამბობენ, რომ ის დანაშაულზე მეტია.
საკუთრებისა და მეწარმეობის ფორმების შეცვლა წარმოადგენს ცენტრალიზებული საბჭოთა ეკონომიკური სისტემის გარდაქმნის საშუალებას. ამასთან, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს ამოცანა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იყო არა მარტო საბჭოთა სისტემის არა უბრალოდ და ნებისმიერი ფორმის, არამედ ცივილიზებული ქვეყნების მსგავსი საბაზრო ეკონომიკურ სისტემაში ტრანსფორმაცია და იმავე დროს ეროვნული ინტერესების შესაბამისი სახელმწიფოს შექმნა, განსახელმწიფოებრიობა-პრივატიზების პროცესი ყველა ეტაპზე წარმოადგენდა ხელისუფლების უპირველესი ყურადღების საგანს. მასში თავს იყრიდა აგრეთვე უამრავი კერძო, ჯგუფური, თუ პარტიული ინტერესები. ამიტომ თუ როგორი წარმოდგენა ჰქონდათ ხელისუფლებაში ამა თუ იმ ობიექტის ეკონომიკურ, სოციალურ, თუ სახელმწიფო და სამხედრო მნიშვნელობაზე, ისე ხდებოდა ამ საკითხის გადაწყვეტა. შესაბამისად, განიხილებოდა ამა თუ იმ ობიექტის სტრატეგიულობა და არასტრატეგიულობა. სტრატეგიულობის მთავარი გამოხატულება იმაში იყო, რომ სტრატეგიული ობიექტის პრივატიზება არ შეიძლებოდა. ეს დამოკიდებულება თავისთავად არ იგულისხმება. სტრატეგიულობას განსაზღვრავს ის, თუ ქვეყნის ამა თუ იმ სტრატეგიაში რა როლის შესრულება შეუძლია ამა თუ იმ ობიექტს. როდესაც საკუთრების სტრუქტურის სწრაფად შეცვლის ამოცანა იდგა - ნულოვანი აუქციონიც კი მოეწყო. როდესაც ამოცანა გულისხმობდა მასობრივ პრივატიზებას - განხორციელდა ვაუჩერული პრივატიზება. როდესაც საჭირო იყო საბჭოთა სისტემის სწრაფი დემონტაჟი - განხორციელდა სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაცია და მათი აქციონირება. სანამ, ხელისუფლების აზრით, საწარმოზე იყო დამოკიდებული ქალაქის სოციალური სიმშვიდე - მაგალითად ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის, ან რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მნიშვნელობა ზესტაფონისათვის და რუსთავისათვის, არ მომხდარა მათი პრივატიზება. ასევე სახელმწიფო თუ თვლის, რომ მისი ეროვნული მიზნებისთვის აუცილებელია ისეთი პორტი, რომელიც არ იქნება დაქვემდებარებული საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე მიზანშეწონილობას (ანუ მოგების მიღების უმთავრეს მიზანს) და მან რაღაც ეროვნული ამოცანის გადაწყვეტისას უნდა იხელმძღვანელოს არაეკონომიკური მიზანშეწონილობით, მაშინ ეს ობიექტი შეიძლება ჩაითვალოს სტრატეგიულად, რადგანაც განსაზღვრულია მისი ადგილი ქვეყნის უშიშროების სტრატეგიაში. ანუ, ასეთ შემთხვევაში უმთავრესია არსებობდეს ქვეყნის სოციალური, უშიშროების სტრატეგიები და იქედან გამომდინარე განისაზღვრება სტრატეგიული ობიექტის მნიშვნელობა. სტრატეგიული ობიექტი ზემოთმოტანილ შემთხვევებში ისტორიული მდგომარეობის ანარეკლია. სახელმწიფოს საკუთრებაში იყო ტოტალურად ყველაფერი და ამოცანა დგას, თუ რა დაიტოვოს მან საკუთრებაში. მაგრამ კერძო ინვესტიციებით თუ აშენდება ახალი პორტი, მას არ ექნება სტრატეგიული მნიშვნელობა? ექნება და სახელმწიფოს შეუძლია შექმნას ისეთი საკანონმდებლო სივრცე, როდესაც ყველა კერძო სამართლის იურიდიული პირი მოემსახურება საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის სტრატეგიულ საჭიროებებს. მოსახლეობის ევაკუაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს ამ შემთხვევისათვის სამყოფი სატრანსპორტო საშუალებები, თუ უნდა არსებობდეს კანონით დადგენილი წესები, რომელიც ადგენს, თუ როგორ და რა პირობებით იყენებს სახელმწიფო კერძო სატრანსპორტო საშუალებებს. სწორია ეს უკანასკნელი, რომელიც კერძო სექტორის უფლებებსაც განსაზღვრავს და სახელმწიფოსაც. ასეთ შემთხვევაში არსებობს, რა თქმა უნდა, რისკი იმისა, რომ შეიძლება კერძო სექტორმა `ბოიკოტი~ გამოუცხადოს სახელმწიფო საჭიროებებს. დამცველი მექანიზმი აქ კრიტიკულ სიტუაციამდე არსებული მდგომარეობა უნდა იყოს, როდესაც სატრანსპორტო საშუალებები ფუნქციონირებენ კონკურენტულ გარემოში და სახელმწიფოს ექნება ალტერნატიული ვარიანტები. ასეთ შემთხვევაში რისკი უფრო ნაკლებია, ვიდრე კატასტროფის მომლოდინე სატრანსპორტო პარკის შემთხვევაში, სადაც შეიძლება აღმოჩნდეს ნახევარი გაუმართავი, ნახევარი საწვავის გარეშე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თუ სახელმწიფო სტრატეგიის ესა თუ ის საკითხი კერძო მონოპოლისტის გადასაწყვეტია, ეს შეიცავს მეტ რისკს, იმ შემთხვევასთან შედარებით, ვიდრე ამ საკითხის გადამწყვეტი იყოს სახელმწიფო საწარმო. მით უმეტეს, თუ ეს კერძო საწარმო სხვა სახელმწიფოს საკუთრებაა, ან ამ სახელმწიფოსადმი სრულ ლოიალობაშია.
დასახელებული ობიექტები საქართველოში თავისი ეკონომიკური მნიშვნელობით გამორჩეულია. ამიტომ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგდროინდელ საქართველოში, ისინი ყოველთვის წარმოადგენდნენ გარდა ეკონომიკურისა, პოლიტიკური ინტერესის საგანს. მათ მიმართ ყოველთვის, ყველა ხელისუფლების დროს, პოლიტიკა ხორციელდებოდა ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე. ინდივიდუალური მიდგომა უნდა ნიშნავდეს არა ინდივიდუალურ პოლიტიკას, არამედ ინდივიდუალურ ანალიზსა და მოქმედებას. სამწუხაროდ, საქართველოში ამ კონკრეტულ შემთხვევებში საერთო პოლიტიკიდან მოხდა გადახრა. "საქართველოს რკინიგზის" განსახელმწიფოებრიობა მოხდა არა კორპორირების, არა მისი სააქციო საზოგადოებად, არამედ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ჩამოყალიბების გზით. გაზისა და ნავთობის სფეროში ჯერ შეიქმნა სააქციო საზოგადოებები, ხოლო შემდგომში (2006 წ.) ისინი გაერთიანდა, აგრეთვე, შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმით შექმნილ "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში". შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება თავისი არსით, სააქციო საზოგადოებებისაგან განსხვავებით, დახურული სამეწარმეო ფორმაა.
რაც შეეხება ამ ობიექტების პრივატიზებას, ამის მცდელობა უკვე იყო და თითქმის ყველაფერი ნათქვამია როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტების მიერ. ისიც ცნობილია, რომ მათი პრივატიზება ერთხელ გადაიდო. არ მაქვს ინფორმაცია, ხელისუფლება ნამდვილად აპირებს პრივატიზებას თუ არა, და თუ აპირებს, რა არის ამის მოტივი - ობიექტების ეფექტიანობის ზრდა, თუ ბიუჯეტში მიმდინარე ხარჯებში გარღვევების შევსება, თუ კიდევ სხვა რამ.
ამიტომ ჩემი პასუხი იქნება უფრო ზოგადი: შეიძლება თუ არა ამ ობიექტების პრივატიზება და თუ ეს შესაძლებელია, რა ფორმითაა მისი განხორციელება სწორი? ჩემი აზრით, არ არსებობს ეკონომიკური ობიექტი, რომელიც არ შეიძლება იყოს საკუთრების რომელიმე ფორმით - ეს იქნება სახელმწიფო, კერძო, შერეული თუ კიდევ სხვა, აქ ამოსავალია საკუთრების უფლების პრინციპი. საკუთრების ფორმა თავისთავად არ განსაზღვრავს წარმოების ეფექტიანობას, ან საზოგადოების პროგრესულობას. ამის ნათელი მაგალითია ფაშისტური გერმანია, რომელიც კერძო საკუთრებას ეფუძნებოდა. ნათქვამიდან გამომდინარე, ზემოთდასახელებული ობიექტებიც შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფოს ხელში, ისე პრივატიზებული. აქაც საჭიროა განმარტება. როდესაც ვლაპარაკობთ სახელმწიფოზე - იგულისხმება მხოლოდ ქართული სახელმწიფო. აქედან გამომდინარე პრივატიზების ქვეშ იგულისხმება სახელმწიფო საკუთრების კერძო საკუთრებაში და არა სხვა სახელმწიფოს საკუთრებაში (პირდაპირ თუ ირიბად) გადასვლა. თუ საქართველოს სახელმწიფო დაიტოვებს ამ ობიექტებს, უნდა მოახდინოს მისი აქციონირება და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მეშვეობით გაირკვევა მათი კაპიტალიზაციის სიდიდე. თუ სახელმწიფოს სურს აღნიშნული ობიექტების პრივატიზება, საფონდო ბირჟის მეშვეობით, როგორც ეს ხმოვანდება ოფიციალური პირებიდან, მაშინ მან მაინც უნდა მოახდინოს მათი აქციონირება და უპრიანია გაყიდოს აქციების სახით, თანაც ისე, რომ საკონტროლო პაკეტი არ იყოს არც ერთი სხვა სახელმწიფოს, ან სახელმწიფო კომპანიის ხელში. ასეთ შემთხვევაში, რა მიზნითაც არ უნდა ხდებოდეს პრივატიზება, საქვეყნო საქმე არ ფუჭდება. თუმცა, ეს უკანასკნრელი რომ იქნას უზრუნველყოფილი საქართველოში, აუცილებელია მოქმედი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის სრულყოფა. კონკურენციის მექანიზმს ვინ დაამახინჯებს - სახელმწიფო მონოპოლია თუ კერძო მონოპოლია, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მომხმარებლებისთვის შედეგი ორივე შემთხვევაში ერთია და როგორც წესი, მისთვის არასასარგებლო. აქციონირება პრივატიზების სხვა ფორმების გამოყენების დროსაცაა აუცილებელი. მხოლოდ ფასიანი ქაღალდების ბაზარს შეუძლია განსაზღვროს ყველაზე ზუსტად აქტივების ფასი. ფასის განსაზღვრის საქმეში მას ვერ შეედრება ვერც საბუღალტრო ბალანსის მონაცემები და ვერც აუდიტორების, თუ შემფასებლების დასკვნები. აღნიშნული პირობების დაცვის შემთხვევაში, არც პრივატიზებას, არც სახელმწიფო საკუთრებაში დატოვებას რაიმე განსაკუთრებული და ერთმანეთისგან განსხვავებული რისკები არ აქვს. რისკი მაშინაა, თუ სახელმწიფო ამას არ გაითვალისწინებს, პრივატიზებას მოახდენს ლობისტური მეთოდით და არა ღიად და საქართველოში შექმნის სხვა სახელმწიფოს მონოპოლიებს და მისი ქვეყნის ხალხს, მომხმარებლის სახით, მისცემს მათი მონოპოლიური ნება-სურვილების შეუზღუდველი მოქმედების განხორციელების საგნად და დაუკანონებს ხალხის ჯიბეებიდან დაუმსახურებლად ფულის ამოღების საშუალებას. ხელისუფლებას ყველა მიმართულებით შეუძლია დღეს მოქმედება. მთავარია, რა მიზანი აქვს მას: სტრატეგიული, მიმდინარე-ფისკალური, ჯგუფური თუ პარტიული? ბოლო სამი მომავლის გადმოსახედიდან მცდარია. სტრატეგიული მიზნის შემთხვევაშიც არსებობს არასწორი გათვლების რისკი.
შეცდომაა, როდესაც ხელისუფლება არ ენდობა თავის ხალხს და არ ეკითხება მას აზრს. ამიტომაც უსერიოზულესი საკითხები საზოგადოებაში კინკლაობის, დაპირისპირების ფორმით მიდის და არა დიალოგის გზით. ასეთ შემთხვევაში ცხოვრებისეული გამოცდილება კარნახობს საზოგადოებას, იყოს ფრთხილი და ურჩევნია საკითხის გადადება მის ნაჩქარევად გაკეთებას. ხელისუფლების უფლებამოსილება პრივატიზების ნაწილში ძალიან დიდია. მთავარია ლეგიტიმაციას ის როგორ გამოიყენებს. ხვალ ისტორია მათ გაკეთებულს დალოცავს თუ დაწყევლის. სწორედ ამაშია ხელისუფლებისა და ხალხის დამოკიდებულების სიცრუის სიბრძნე.

თეონა ჭიტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48