| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
|
| ვალუტა |
|
|
| |
| გამოკითხვა |
| რამ იქონია ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე? |
|
| |
|
|
| საზოგადოება : რის გაკეთებას აიძულებს უგულავას "მერების შეთანხმება" |
იმიჯის გადარჩენა თუ ზრუნვა ეკოლოგიურ საფრთხეებზე
|
| |
| ბიზნესი : როდის გაარემონტებენ მწყობრიდან გამოსულ მთავარ კოლექტორს |
ფეკალური მასები გაუფილტრავად პირდაპირ აზერბაიჯანისკენ მიედინება
რამდენად რეალურია კონფლიქტი მეზობელ სახელმწიფოსთან
ეკოლოგიურ საფრთხეს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება მოყვება ხოლმე. ერთი შეხედვით ჩვენი პოლიტიზებული საზოგადოება განსაკუთრებით აღიქვამს ამ სფეროსთან დაკავშირებულ პრობლემებს. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით იმ შემთხვევაზე, რაზეც ქვევით უნდა ვისაუბროთ.
|
| |
| ბიზნესი : "ვიმპელკომის" გენერალური დირექტორის სენსაციური აღიარება |
"ბილაინი" საქართველოში მობილური ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფის სიძვირეს უჩივის "ბიზნეს კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში "ვიმპელკომის" გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოში მობილურ ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფი გაუმართლებლად მაღალია და საშუალო ევროპულ ფასს 2-ჯერ მაინც აღემატება. აქვე ბორის ნემშიჩი იმასაც დასძენს, რომ კომისია ტარიფის შემცირებაზე მუშაობს და, სავარაუდოდ, ეს ტარიფი 6-7 თეთრამდე შემცირდება. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაშიც ადასტურებენ, რომ ურთიერთჩართვის ტარიფის დადგენაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
|
| |
| საზოგადოება : რამდენად შესაძლებელია წელიწადში 144 ლარად ხარისხიანი დაზღვევის მიღება |
განმეორებით სადაზღვევო ტენდერში სახელმწიფომ ვაუჩერის ფასი 180 ლარიდან 144 ლარამდე შეამცირა. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და პედაგოგების დაზღვევის მომსახურების შეძენაზე სახელმწიფო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 100 მლნ. ლარს დაზოგავს. მთავრობის მიერ ხელმეორედ გამოცხადებულ სამედიცინო დაზღვევის კონკურსში 10-მა სადაზღვევო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. კონკურსის ფარგლებში საქართველოს ტერიტორია დაიყო 27 ლოტად და თითოეული ლოტის მიხედვით განისაზღვრა დასაზღვევ ბენეფიციართა და ასაშენებელ საავადმყოფოთა რაოდენობა. პროგრამის ფარგლებში 900 ათასამდე სოციალურად დაუცველის და პედაგოგის დაზღვევა მოხდება.
|
| |
| საზოგადოება : საქართველოს პრეზიდენტის ტყუილები CNN-ის ეთერში |
ვროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება ქართველ ემიგრანტთა რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის
|
| |
| საზოგადოება : მოვალეთა რეესტრში მოხვედრილებს ყველაფერს ჩამოართმევენ |
მოვალეთა რეესტრში მოხვედრილებს ყველაფერს ჩამოართმევენ და ქუჩაში გაყრიან
რატომ არ ასრულებს აღსრულების ბიურო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას
|
| |
| პოლიტიკა : გაფარჩაკებული ოპოზიცია და ხელისუფლების თუთიყუშები |
"ირაკლი ალასანიას მთავარი როლი ენიჭება მიხეილ სააკაშვილის 2013 წლამდე პრეზიდენტის პოსტზე დარჩენის საქმეში"
ალასანია მარიონეტების ამ თეატრში მთავარ როლს ასრულებს. მისი პროგრამა - მაქსიმუმია 31 მაისს გიგი უგულავასთვის გამარჯვების მილოცვა
|
| |
| ბიზნესი : აისრულე სურვილები "ნატახტართან" ერთად |
უამრავი პრიზი და 2 საგზური სამხრეთ აფრიკაში ფეხბურთის გულშემატკივარი კომპანიისგან
|
| |
| საზოგადოება : ქვეყანაში ფასების ზრდის მიუხედავად, საარსებო მინიმუმი მცირდება |
რეფორმირებული სტატისტიკის დეპარტამენტის, აწ უკვე "საქსტატის", მონაცემები საზოგადოების მხრიდან უნდობლობას იმსახურებს და მის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. კერძოდ, იმ პირობებში, როცა ქვეყანაში ფასები ბენზინზე და კვების პროდუქტებზე მუდმივად იზრდება, "საქსტატი" აცხადებს, რომ საქართველოში 2010 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 0,26%-ით არის შემცირებული, შესაბამისად, ეს მაჩვენებელი თებერვალში 125,8 ლარს შეადგენდა. ამასთან, "საქსტატის" ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში ქვეყანაში საარსებო მინიმუმი გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით 6,8%-ითაა შემცირებული.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ეკონომიკის "ზრდის" ფონზე "შავი სიაც" იზრდება |
"კრედიტინფო საქართველო" საკრედიტო ინფორმაციის სფეროში საქმიანობს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი მონაცემების მიწოდებით უზრუნველყოფს ბანკებს, სალიზინგო კომპანიებს და სხვა ორგანიზაციებს - რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია სესხის გაცემასთან, მომსახურების ან საქონლის კონსიგნაციით მიწოდებასთან.
|
| |
| სოფლის მეურნეობა : "ქართულ სოფლის მეურნეობას გადაგვარება ელის" |
საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი სტრატეგიული დარგი მეცხოველეობა-მეფრინველეობა გადაშენების ზღვარზეა. ამ ხმაურიან დასკვნას ექსპერტების ნაწილი სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს. სპეციალისტების განმარტებით, წინა წლებთან შედარებით 300 ათასი სულით შემცირდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 600 ათასით ღორი, 300 ათასით ცხვარი და 3 მილიონით ქათამი. ეს კი ექსპერტების შეფასებით, კატასტროფაა. მათივე მტკიცებით, ქვეყანაში მეცხოველეობის განვითარების მხრივ სერიოზული პრობლემებია და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ღონისძიება არ იგეგმება.
|
| |
| საზოგადოება : ვაკის პარკში გაშენებულ "ბენდუქიძის ქალაქს" მალე "სანდრას სკოლა" შეემატება |
თბილისში, რეკრეაციულ ზონებში მშენებლობების წარმოება უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა. სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც მწვანე, რეკრეაციულ ზონებს განადგურებისგან დაიცავს. უკანონო მშენებლობები დედაქალაქის ისედაც გაღატაკებულ ბაღ-პარკებში კვლავ აქტიურად გრძელდება და ხელისუფლების მხრიდან ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ არის.
|
| |
| საზოგადოება : საზოგადოების დატერორების კიდევ ერთი მექანიზმი |
"ხელისუფლების მიზანია, როგორმე უსახლკაროდ დაგტოვოს"
|
| |
| საზოგადოება : ვის აწყობს ქვეყანაში გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოტანა |
გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირება საქართველოს პარლამენტმა კვლავ გადადო, ამჯერად ნახევარი წლით. დეპუტატ გიორგი გოგუაძის კანონპროექტს, რომელიც პირველ ეტაპზე გმო-ს მარკირებას ითვალისწინებს პარლამენტი უკვე ერთი წელია რაც განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ კიდევ ვერ მივიდა. არადა, როდესაც 2009 წლის აპრილში კანონპროექტი გიორგი გოგუაძემ პარლამენტს წარუდგინა, მას სრული მხარდაჭერა ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ მოჩვენებითი მხარდაჭერა იყო, რადგან კანონპროექტი კანონად ჯერ ვერ იქცა.
|
| |
| ბიზნესი : ხელისუფლების იმედები და "ფრეშის" რეალობა |
რამდენი ადამიანია დასაქმებული ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში
გაზეთის მკითხველს ემახსოვრება "ბ&ფ"-ის 228 ნომერში ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელის, მიხეილ თიგიშვილის ინტერვიუ, სადაც იგი აცხადებდა, რომ ამჟამად ზონაში 400-450 ადამიანია დასაქმებული და ქარხნის სრულად ამუშავების შემდეგ, იგი მნიშვნელოვნად გაიზრდება. საბოლოო ჯამში კი დასაქმებულთა რაოდენობა 2012 წელს 2500-ს მიაღწევს.
|
| |
| საზოგადოება : "თბილისის მეტრო" იყიდება?! |
საზოგადოებაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, აქტუალურ თემას კონტროლის პალატის მიერ საწარმოთა მართვის სააგენტოს აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევები წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ აუდიტის შედეგად "საწარმოთა მართვის სააგენტოს" დაქვემდებარებაში მყოფი 1426 საწარმოდან, სააგენტო 506 სახელმწიფო საწარმოზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა, 900 ან არ საქმიანობს, ან წელს ზარალით ასრულებს, მათი შენახვა კი სახელმწიფოს წელიწადში, სავარაუდოდ, 150 მლნ ლარი უჯდება. მომგებიანი კი მხოლოდ 320 საწარმოა. პრეზიდენტის ინიციატივით, ამ მხრივ, გარკვეული რეფორმების გატარება აუცილებელია, რომლის მიხედვითაც საწარმო, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მოგებას ვერ აჩვენებს, ან უნდა დაიხუროს, ან მისი პრივატიზება მოხდეს.
|
| |
| საზოგადოება : მერია ძველი კოოპერატივების წევრების მოტყუებას ისევ ცდილობს |
ინტერვიუ ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელთან ვალერიან გვათუასთან
|
| |
| საზოგადოება : რატომ არ აგებს პასუხს ხელისუფლება ჩავარდნილ "100 ახალ საავადმყოფოზე"? |
ჯანდაცვის სფეროში ყოველთვის ახალი და საინტერესო ამბები ხდება, მაგრამ ამას ჯანდაცვის სფეროსთვის ჯერ კარგი არაფერი მოუტანია. ჯერ იყო და "ბლოკ ჯორჯია" და მთელი ოპოზიციის სასაუბრო თემა "100 ახალი საავადმყოფოს" ჩავარდნილი პროგრამა იყო. მართალია, მაშინ ხელისუფლება ამას არ აღიარებდა, თუმცაღა 3 წლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. "ბლოკ ჯორჯიას" უამრავი ადამიანი დაუპირისპირდა, მათ შორის არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ თვითონ იმ საავადმყოფოების ხელმძღვანელებიც, რომლებიც "ბლოკ ჯორჯიას" სახელმწიფომ სიმბოლურ ფასად გადასცა.
|
| |
| საზოგადოება : საქართველო რუსეთს რეაბილიტირებულ "ენგურჰესს" ჩააბარებს |
რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები ენგურის ჰესების კასაკდის მართვის შესახებ ჯერ კიდევ 2008 წლის ოქტომბერში დაიწყო და მას შემდეგ, რაც "ინტერ რაო"-მ თბილისისთვის მისაღები წინადადებები წარმოადგინა, ქართული მხარე დათანხმდა ხელი მოეწერა მემორანდუმისთვის.
|
| |
| პოლიტიკა : ვაშალომიძემ გილაური დაამარცხა |
წინასაარჩევნო ზღაპარი სახელისუფლებო ტელევიზიებს, - "აჭარაში დემოკრატია ყვავის"
|
| |
| ბანკები და ფინანსები : დედოლარიზაცია თუ დელარიზაცია |
"ბანკები და ფინანსები"-ს კითხვა ეროვნულ ბანკს
სებ-ის ტრაგედია, _ გამალებული დედოლარიზაციის ფონზე ლარი უფასურდება
|
| |
| პოლიტიკა : "დაცული მოძრაობა" და "ჯეოსელი" ხელისუფლების ამომრჩეველს მოისყიდიან |
"დაცული მოძრაობა" და "ჯეოსელი" ამომრჩეველს ხელისუფლების კანდიდატისთვის მოისყიდიან
კომპანია "ჯეოსელმა" ასოციაცია "დაცული მოძრაობის" 2500 თანამშრომელს, რომელთა შორისაც სამარშრუტო ავტობუსებისა და კერძო ტაქსების მძღოლები არიან, ექსკლუზიური, ორთეთრიანი ტარიფი შესთავაზა.
|
| |
| საზოგადოება : რას როგორ და როდის შეისწავლის კომისია, არავინ იცის |
"რუსეთ-საქართველოს ისტორიის შემსწავლელი კომისიის შესახებ საუბრის კომპეტენცია მხოლოდ პრეზიდენტს აქვს" - მანანა მანჯგალაძე
|
| |
| საზოგადოება : თვითმმართველობის ქართული მოდელი შუააზიურია |
თვითმმართველობების მოწყობა არჩევნებში ხელისუფლებისთვის გამარჯვების მთავარი შანსია
ინტერვიუ "ეროვნული ფორუმის" ერთერთ ლიდერთან ირაკლი მელაშვილთან
|
| |
| საზოგადოება : როგორ გააცუცურაკეს ქართველებმა თაღლითი ჯორჯ სოროსი |
კაცი, რომელსაც ინგლისში არ უშვებენ წლების წინ ფუნტი სტერლინგის კრახის პროვოცირებისთვის, საფრანგეთში არ უშვებენ უმსხვილესი ბანკის განზრახ გაკოტრებისთვის, ზოგგან ტორტებს ესვრიან, ზოგი კი ფინანსების გენიას უწოდებს, საქართველოში გააბითურეს.
|
| |
| საზოგადოება : ერთიანი სამაგისტრო გამოცდები სტუდენტების უკმაყოფილების მიზეზი გახდა |
მაგისტრანტების დაფინანსების პრინციპი მათ გრანტის მიღების შანსს უმცირებს
|
| |
| საზოგადოება : რის ხარჯზე გაიზარდა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი |
12 აპრილს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი, პროგნოზით ,"სტაბილური" გაზარდა და მას ,"B"-დან ,"B+" შეფასება მისცა. სააგენტოს ანალიტიკოსების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ინვესტიციების მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს, 2 მლრდ. ევროს არ მიაღწევს, ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდას იგი მაინც მხარს უჭერს.
|
| |
| საზოგადოება : ვინ და რატომ რგავს ხეებს ღამღამობით იპოდრომზე |
საქართველოში, არცთუ მდიდარი ურბანული გამწვანების პირობებში, გამწვანებული ტერიტორიებისა და სარეკრეაციო ზონების მასობრივი განადგურება, კვლავ აქტიურად გრძელდება. ამის ნათელი დადასტურებაა ბაგებში, ბოტანიკურ ბაღსა და იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო გრანდიოზული მშენებლობები, რომლებიც ტყე-პარკების უნიკალურ გამწვანებებისთვის დიდი საფრთხის შემცველია.
|
| |
| საზოგადოება : კორუფცია და მარჯვე ხელები |
ქართულ ცნობიერებაში ტერმინ "კორუფციის" უამრავი განმარტება არსებობს. უფრო მეტია აღქმის კუთხე. ეს ტერმინი ჩვენს ქვეყანაში იმდენად პოპულარულია, რომ საქართველოში ყველას შეუძლია კორუფციის შესახებ აზრის გამოთქმა და მსჯელობა.
|
| |
| საზოგადოება : ახალი ნაგავსაყრელი თბილისის ზღვის მკვებავი არხის მახლობლად შენდება |
"შესაძლოა, ნაგავსაყრელიდან მკვებავი არხი დაბინძურდეს, რომლის საშუალებითაც დედაქალაქის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება"
|
| |
|
|
|
|