სიახლეები დეკემბერი 2008 წელი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2008    »
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა

რამ იქონია ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე?

მსოფლიო კრიზისმა
აგვისტოს ომმა
საპროტესტო აქციებმა
მთავრობის არასწორმა პოლიტიკამ
 
სტატიების არქივი
სექტემბერიr 2010 (1)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (78)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (27)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : როგორ დავარეგისტრიროთ საწარმო

ქვეყნის ეკონომიკური წარმატებისა და სოციალური მდგრადობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაა. უკანასკნელ ხანებში ხელისუფლებამ თავისი საქმიანობის ლამის ერთადერთ მიზნად სწორედ მეწარმეთა ხელშეწყობა გამოაცხადა. იმის გასაგებად, თუ რამდენად ასრულებენ "ძლიერნი ამა ქვეყნისანი" თავიანთ პირობას, სამეწარმეო საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას გავეცანით.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : მთავრობამ აღიარა, რომ საქართველოს ეკონომიკა კრიზისშია

მსოფლიოში ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი ქვეყნების მთავრობები აქტიურად ცდილობენ მის დაძლევას, ჯერჯერობით რაიმე რეალური შედეგები არ ჩანს. კრიზისმა მსოფლიოს ყველა ქვეყანა მოიცვა და ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი.

  სრულად ნახვა
 

ენერგეტიკა : აფხაზები "ენგურჰესს" ჰყიდიან

აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობა "ენგურჰესის" გაყიდვას აპირებს და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს რუსულ კომპანიასთან აწარმოებს. გარდა ამისა, სერგეი ბაღაფშის განცხადებით, აფხაზური მთავრობა იმ ხელშეკრულებასაც გადახედავს, რომლის მიხედვით "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 60%-ს საქართველო, ხოლო დანარჩენს აფხაზეთი მოიხმარდა.

  სრულად ნახვა
 

ბიზნესი : ბენზინგასამართ სადგურებზე მძღოლებს ატყუებენ

მთელს მსოფლიოში საცალო ქსელში ბენზინით ვაჭრობა განსაკუთრებით მომგებიანია. მსოფლიო ფინანსური კრიზისისა და აგვისტოს მოვლენების შემდეგ, გაუარესებული ეკონომიკური სიტუაციის ფონზე, საწვავი ერთ-ერთი იშვიათი პროდუქტია, რომელზეც მოთხოვნა არ შემცირებულა.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ფინანსურმა კრიზისმა "მშრალი ხიდის" მოვაჭრეები დააზარალა

თბილისის ერთ-ერთი კულტურული ღირშესანიშნაობა "მშრალი ხიდი", უკვე რამდენიმე წელია ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებისა და ძველი ანტიკვარული ნივთების გამოფენა-გაყიდვის ადგილად იქცა. მშრალი ხიდი არქიტექტორ, ჯოვანი სკუდერის პროექტით, 1848-1885 წლებში ააგეს.

  სრულად ნახვა
 

ენერგეტიკა : საქართველოს ენერგოტრანზიტულ ფუნქცია საფრთხის წინაშეა

ირანისა და სომხეთის დამაკავშირებელი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა დასრულდა. 700 მილიმეტრიანი, 206 კილომეტრი სიგრძის მილის მშენებლობა, 130 მლნ დოლარი დაჯდა.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : "სამრეწველო სექტორის მდგრადობა ერთობ მყიფეა"

მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი უტევს. წამყვანი, განვითარებული ქვეყნები ეკონომიკური რეცესიის გამო მძიმე მდგომარეობაშინ არიან. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი საქართველოშიც ჰპოვებს გამოძახილს, თუმცა კომპანიები ამაზე ლაპარაკს თავს არიდებენ.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ლარის კურსის ვარდნამ პროდუქტის გაიაფება შეაჩერა

ქვეყანაში ეკონომიკური წესრიგის დამკვიდრებისა და სახელმწიფო ეკონომიკური და სოციალური ფუნქციის განხორციელების მნიშვნელოვანი ბარიერია კორუფცია, რომელიც საზოგადოების ცხოვრების ყველა მხარეს შეეხო.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : "ფასები სამშენებლო პროდუქციაზე უთუოდ დაეცემა"

მსოფლიოში საფინანსო კრიზისი მძვინვარებს. ბუნებრივია, ეს პრობლემა საქართველოსაც შეეხო,. გარდა ფინანსური კრიზისისა, საქართველოს ეკონომიკას რუსეთ - საქართველოს ომმაც დიდი ზიანი მიაყენა, არსებობს კიდევ სხვა პრობლემებიც, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის წინსვლას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამ საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკის მეცნიერებათა პროფესორს იაკობ მესხიას გავესაუბრეთ.

  სრულად ნახვა
 

პოლიტიკა : რა ხდება ახალგორში

ომის შემდგომი კრიზისიდან ქვეყანა თანდათან გამოდის, თუმცა აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ადრე დაკარგული რეგიონების გარდა, სხვა ტერიტორიებიც დაიკარგა. საქართველოს ხელისუფლება ვეღარ აკონტროლებს ახალგორის რაიონს, რომელიც რუსეთის სეპარატისტულმა არმიამ მთლიანად დაიკავა.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : კვადრატული მეტრი 350 დოლარი ეღირება

სამშენებლო ინდუსტრია კრიზისის ზღვარზეა

საქართველოში სამშენებლო სექტორო საბანკო სექტორის შემდეგ ყველაზე განვითარებული სფეროა და გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა (აგვისტოს მოვლენები და მსოფლიო ფინანსური კრიზისი) ამ სექტორზეც უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამშენებლო სექტორში ბევრი სიახლეა.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3,8 მლრდ. დოლარს გადააჭარბა

საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საგარეო ვაჭრობა და ექსპორტის სტიმულირება წარმოადგენს, რამაც ქვეყნის სავალუტო შემოსავლების ზრდა უნდა უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს ადგილობრივი წარმოების შემდგომ გაფართოებას.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : პუტინის დედა სოფელ მეტეხში ცხოვრობს

მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსის, ვლადიმერ პუტინის ბავშვობაზე ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება.
82 წლის ვერა პუტინა აცხადებს, რომ 10 წლის ასაკში მან საკუთარი ვაჟიშვილი გააშვილა და ახლა, ის სწორედ რომ დღევანდელი რუსეთის პრემიერ მინისტრი, ვლადიმერ პუტინია. კრემლი ამ ამბავს უარყოფს.

  სრულად ნახვა
 

უცხოური პრესა : მსოფლიო პრესა

საქართველოს რთული ზამთარი ელის - ასეთ დასკვნამდე მიდის ბრიტანული The Economist-ის ჟურნალისტი, რომელმაც ღრმად ჩაიხედა ომგამოვლილი საქართველოს საშინაო საქმეებში. ამ ავტორიტეტულ გამოცემაში ისე ზუსტად არის ასახული ქართული საზოგადოების განწყობები, რომ ბევრ ადგილობრივ გაზეთსაც კი შეშურდება. საქართველო ამერიკული The Wall Street Journal-ის წინა კვირის ერთ-ერთი მთავარი თემაც გახდა, გაზეთის რეპორტიორი, გრიგორი კარასინი თავის სტატიაში სათაურით - ‘რუსეთი საქართველოში გონივრულად მოქმედებდა", საქართველოს მთავრობას აგვისტოს მოვლენების შეფასებებში უწევს ოპონირებას. ამ ფონზე, საყურადღებოა ფრანგულ le monde-ში გამოქვეყნებული მასალა, რომელშიც საუბარია ევროპის პოზიციაზე საქართველოსა და უკრაინის მიმართ, ავტორი ევროპას ურჩევს, ‘უკრაინელებსა და ქართველებს იმედი არ უნდა მოვუკლათ, მაგრამ ამასთანავე, რუსეთიც არ უნდა განვარისხოთ". სერიოზული გეოპოლიტიკური მსჯელობა შემოგვთავაზა ამერიკულმა The Christian Science Monitor -მა. ამ გაზეთში ავტორი აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობებზე საუბრობს. ეს თემა რეგიონული პოლიტიკის კონტექსტში საქართველოსთვის უდიდეს მნიშვნელობას ატარებს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : გადაუვადებენ თუ არა კრედიტებს ‘ლილოს ბაზრობის" დაზარალებულ მოვაჭრეებს

11 დეკემბერს ლილოს ბაზრობაზე საახალწლო შუშხუნებით მოვაჭრე მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარს ძლიერი ქარიც დაერთო და 240-მდე მაღაზია განადგურდა. საახალწლოდ შემოტანილი საქონელი, რომელიც მოვაჭრეებს საახალწლოდ უნდა გაეყიდათ, თითქმის საერთოდ განადგურდა. მცირე მეწარმეებმა სერიოზული ზარალი განიცადეს.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : საერთაშორისო ეკონომიკურმა კრიზისმა ჩინური ექსპორტი შეამცირა

გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი ჩინეთს გაცილებით უფრო სწრაფად იპყრობს, ვიდრე ექსპერტები სულ რამდენიმე კვირის წინ ვარაუდობდნენ. პირველად, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ჩინური ექსპორტი კლებას განიცდის.

  სრულად ნახვა
 

პოლიტიკა : სახალხო დამცველის მოხსენება ანუ "ჩაი-პიტიე" პარლამენტში

სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა 2008 წლის ანგარიშის პირველი ნაწილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. უფლებადამცველი კომიტეტის თავმჯდომარე შევარდნაძის მთავრობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გია არსენიშვილი და გაგიკვირდებათ, მაგრამ თავმჯდომარის (თან) პირველი მოადგილე, "ნაციონალებისთვის" თავგანწირული ეკა ხერხეულიძეა.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : როგორ დაიხარჯება დონორების მიერ გამოყოფილი 4,5 მილიარდი

ომისშემდგომი კრიზისისგან თავის დასაღწევად, საერთაშორისო დონორებმა საქართველოს 4,5 მილიარდის ოდენობის ფულადი რესურსები გამოუყო. ეს გადაწყვეტილება 22 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე მიიღეს.

  სრულად ნახვა
 

პოლიტიკა : ბარიერი ევროკავშირ-საქართველოს შორის ხელშეკრულების გაფორმების გზაზე

სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2005 წელს მიიღო, მაგრამ მისი ამოქმედება დღემდე შეფერხებულია. ამასთან მიმდინარეობს ევროკავშირ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობა. ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება კვების პროდუქტების სტანდარტსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

  სრულად ნახვა
 

ენერგეტიკა : გაყიდიან თუ არა ორთაჭალჰესს მოიჯარის უფლებების დარღვევით?

როგორც ჩანს საქართველოში კერძო მეწარმეებისათვის ქონების ჩამორთმევებისა და მათი რეპრესიების პროცესი ისევ გრძელდება. ამის ნათელ დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს ფაქტი, რომ სახელმწიფო კერძო კომპანია "ორთაჭალენერჯის" ცალმხრივად უწყვეტს 25 წლიან საიჯარო ხელშეკრულებას და ჰესის მართვის უფლბას ვადაზე 10 წლით ადრე ართმევს.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : სარეზერვო ფონდები არამიზნობრივად დაიხარჯა

თაკარა მზის ქვეშ მყოფი საქართველოს მთავრობა, ამავე სახელწოდებით შექმნილ პროექტში, მორიგი კრიტიკისა და მხილების საფუძველი გახდა. სულ ახლახანს, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" (საია) წარმოადგინა ანგარიში, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის სარეზერვო ფონდების მონიტორინგია შეფასებული. შედეგები საგანგაშოა.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : გარემოვაჭრეების უფლებებს საკუთარი პროფკავშირები დაიცავს

საქართველოში უმუშევრობის პრობლემით შეწუხებული საზოგადოება იძულებულია თვითდასაქმების გზა გამონახოს. დღეს ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში ყველგან შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ოჯახების გადასარჩენად დარში თუ ავდარში ქუჩაში დგანან და სხვადასხვა საგნებისა თუ პროდუქტის გაყიდვით თავს ირჩენენ.

  სრულად ნახვა
 

პოლიტიკა : "უახლოეს მომავალში ხელისუფლების შეცვლა არ მოხდება"

"ცვლილებები მთავრობაში მხოლოდ კოსმეტიკური მანიპულაციაა"
ინტერვიუ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : წინ მძიმე ზამთარია

საქართველოს მოსახლეობამ ბოლო 20 წელში არაერთი ურთულესი ზამთარი გადაიტანა. ქვეყანამ გაუძლო ისეთ პრობლემებს, როგორიცაა უშუქობა, უგაზობა, უმუშევრობა, სოციალური სიდუხჭირე და სხვა მრავალი უბედურება. რაც შეეხება მიმდინარე ზამთარს, თითქოს ამაზე უარესს არც უნდა მოველოდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ იგი არანაკლებ მძიმე იქნება.

  სრულად ნახვა
 

ტურიზმი : მესიჯი მსოფლიოს - "აქ იყო ომი, დღეს შეგიძლიათ დაისვენოთ"

ძნელია ტურიზმის სამომავლო განვითარებაზე რამის თქმა, როდესაც ქვეყანაში ასეთი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური სურათია. ქვეყნის ისტორია, კულტურა და ბუნებრივი რესურსები კი იმის იმედს იძლევა, რომ მშვიდ გარემოში ტურიზმის განვითარებას ხელს არაფერი შეუშლის.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ვის დარჩება "რუსთავი 2" ?

ტელეკომპანია "რუსთავი 2" ყოფილ მფლობელებს შორის დავის საგანი ხდება. საქმე ის გახლავთ, რომ "რუსთავი 2-ის" ყოფილი მეწილე, ქიბარ ხალვაში, ტელეკომპანებში "რუსთავი 2" და "მზე", თავისი წილების, იძულებით და მუქარის გზით, სხვა პირთა საკუთრებაში გადაფორმების ფაქტის გამოძიებას მოითხოვს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ნაფიცმსაჯული – პროექტი გამოცდის წინაშე

საქართველოს სასამართლო სისტემა, დამოუკიდებლობისა და განმტკიცების მიზნით, ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებისთვის ემზადება, რომელიც 2009 წლის იანვრიდან თბილისში, ხოლო ადაპტირების შემთხვევაში, მთელი ქვეყნის სასამართლო სისტემისთვის სავალდებულო გახდება.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : "საქართველოს მთავრობას ანტიკრიზისული პროგრამა არ გააჩნია"

მსოფლიოში საფინანსო კრიზისი მძვინვარებს. განვითარებული ქვეყნების ხელისუფალნი აქტიურად ცდილობენ თავიანთი სახელმწიფოები ფინანსური კრახისგან იხსნან. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება კი ვითომც და აქ არაფერიაო, ყურსაც კი არ იბერტყავს და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისთან მიმართებაში სირაქლემას პოზიციაშია. მოსახლეობას, როგორც ყოველთვის, დამაიმედებელი ციფრებით გვანუგეშებენ.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : მწერალთა სასახლის ირგვლივ ისევ ბურუსია

საქართველოს მწერალთა კავშირის შენობა 1905 წელს სარაჯიშვილმა ააშენა. მისი გარდაცვალების შემდეგ 1912 წელს უდიდესმა მეცენატმა, აკაკი ხოშტარიამ ეს შენობა შეისყიდა. დღეს ამბობენ, რომ სარაჯიშვილმა მწერლებს შენობა თითქოს თავისი ნებით გადასცა, მაგრამ როგორც თავად მწერლები აცხადებენ, ეს ასე არ ყოფილა.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : როდის იქნება პურის ფასი 1 ლარი

ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცება, რომ ქართულ ეკონომიკაში რაც ხდება, ყველაფერი ლოგიკას ექვემდებარება და სულ მალე აყვავებულ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა. ქართული ეკონომიკის "მამა" - კახა ბენდუქიძე, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები და სახელმწიფოს სხვა უმაღლესი პირები რამდენიმე დღის წინ ერთხმად აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები არ გაიზრდებოდა და ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა.

  სრულად ნახვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48